რუსი მომღერალი იულია ნაჩალოვა 38 წლის ასაკში გარდაიცვალა

320
SHARE

რუსი მომღერალი იულია ნაჩალოვა გარდაიცვალა. 38 წლის რუსი ვარსკვლავის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მისმა პიარდირექტორმა გაავრცელა.

ნაჩალოვა კვირის დასაწყისში მოსკოვის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაში, სისხლში შაქრის დონის მკვეთრი მატების გამო მოხვდა. ნაჩალოვა ხელოვნურ კომაში მოათავსეს, ორი დღის შემდეგ კი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს. გუშინ მომღერლის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მას ფეხზე ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩებოდა.

შაბათს შუა დღეს ის გონებაზე მოუსვლელად გარდაიცვალა. მას გული გაუჩერდა. ნაჩალოვა სხვადასხვა პოპ ჰიტით იყო ცნობილი, ასევე, თამაშობდა კინოში. მეორე ქორწინებიდან მას ერთი ქალიშვილი – ვერა დარჩა.

FB კომენტარები

კომენტარი