რუსთავში სამი წლის ბიჭუნა სახლიდან გაიპარა – ის საპატრულო ეკიპაჟმა იპოვა (ფოტო)

823
SHARE

ქალაქ რუსთავში სამი წლის ბიჭუნა, 2016 წელს დაბადებული ნიკა სახლიდან გაიპარა.
“კვირა +” -ის ინფორმაციით, ნიკას დედამ ჩათვალა, რომ ბიჭუნა სახლიდან მამამ გაიყვანა და შესაბამისად გარკვეული პერიოდის მანძილზე მისთვის უცნობი იყო ნიკას “ჩანაფიქრი”. როგორც აღმოჩნდა, ნიკამ საცხოვრებელი სახლიდან საკმაოდ დიდი მანძილი გაიარა. ბიჭუნა საპატრულო ეკიპაჟმა, სახლიდან მოშორებით იპოვა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ნიკას ოჯახს შეატყობინეს შვილის ადგილსამყოფელის შესახებ. ბიჭუნა ამჟამად სახლშია და თავს კარგად გრძნობს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.    

FB კომენტარები

კომენტარი