რუსთავში მოზარდის გაუპატიურების მცდელობისთვის 50 წლამდე კაცს ეძებენ

186
SHARE

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, 15 წლამდე გოგონას 50 წლამდე კაცი რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა. სისტემატური თვალთვალის შემდეგ, კაცი გოგოს აედევნა და ურთიერთობა შესთავაზა. ამის შესახებ “ინფო რუსთავი” წერს.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ კაცი საღამოს საათებში, მოზარდს მისსავე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიბნელეში აედევნა. მათივე თქმით, კაცმა გოგოს ხელი გადაჰხვია, სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა, არავინ გაიგებსო უთხრა და სანაცვლოდ რაღაცების ყიდვას დაჰპირდა. გოგომ ამის შესახებ ოჯახის წევრებს უამბო, რის შედეგადაც კაცს ჩაუსაფრდენენ და მისი დაჭერა სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
შსს-ში განაცხადეს რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დადგენილია პირი და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები.

წყარო: ინფო რუსთავი

Comments

comments