რუსთავში ახალგაზრდას ეძებენ (ფოტო)

323
SHARE

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ოჯახის წევრების განცხადებით 23 წლის გიორგი კვახაძე დაახლოებით 18 საათზე სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.
23 წლის გიორგი კვახაძე  გუშინ დაახლოებით 18 საათზე სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.
მეგობრების თქმით მამაკაცს ეცვა მუქი ფერის მაისური და მუქი ფერის შარვალი.
შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაწყებულია 115 მუხლით. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და სამძებრო ღონისძიებები დაკარგული პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით”.
თუ ვინმემ შენიშნეთ აღნიშნული მამაკაცი დარეკეთ 112-ში ან შეტყობინება გამოაგზავნეთ “ინფო რუსთავი”-ს გვერდზე.

FB კომენტარები

კომენტარი