“რუსთავი2″-ის ახალი სახე – ჟანეტ ქერდიყოშვილი გადაცემა ,,მის საქართველოს დღიურებს” წაიყვანს  (ფოტოკოლაჟი)

566
SHARE

მოდელი ჟანეტ ქერდიყოშვილი ტელესახე ხდება. რუსთავი 2-ის ეთერში პარასკევიდან ახალი პროექტი – “მის საქართველოს დღიურები” იწყება, რომელსაც “მის საქართველო-2011”-ს ტიტულის მფლობელი ჟანეტი წაიყვანს. ახალი პროექტის შესახებ ლამაზმანმა FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე დააანონსა.

“ყოველ პარასკევს 23:00 რუსთავი2-ის ეთერით წარმოგიდგენთ ,,მის საქართველოს დღიურებს” სადაც 25 კონკურსანტი იბრძვის ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის მოსაპოვებლად”,- წერს ქერდიყოშვილი.
“მის საქართველოს” ფინალში 25 გოგონა მიიღებს მონაწილეობას. ქვეყნის საუკეთესო გოგონას გვირგვინის სურვილი კი, თავდაპირველად 300-მა პრეტენდენტმა გამოთქვა. პირველი შესარჩევი ტურის შემდეგ, მათ 200 გოგონა გამოაკლდათ, საბოლოოდ კი, “მის საქართველოს” კონკურსანტთა რაოდენობა 25-მდე დავიდა.

სილამაზის კონკურსის ფინალი 1 ნოემბერს ბათუმში შედგება. “მის საქართველო 2015” შემდგომში საკუთარ ქვეყანას საერთაშორისო კონკურსებზე – “მის მსოფლიო”, “მის სამყარო” და “მის ინტერკონტინენტალი” წარმოადგენს. ქვეყნის ულამაზესი გოგონა “მის საქართველოს” ტიტულსა და გვირგვინთან ერთად, საჩუქრად მსუბუქ ავტომობილსაც მიიღებს.

1 2 3 4 5 6 7 1908204_918322848214513_2148662395219470091_n 11705246_10202774873373250_7894459640767826181_n 12038247_10203104908583924_8844521582121742184_n

FB კომენტარები

კომენტარი