“რუსთავი 2”-ს ვეკითხები, გაბუნია რომ შეეჭამა, იგივენაირად “გეყვარებოდათ” ცაკალელი ზურა გურიელიძე?!”

69
SHARE

მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში გუშინ ვეფხვისგან დაგლეჯილი ოთარ ცუხიშვილის გარდაცვალებას და მისი ძმისკვირის პალიტრისთვისმიცემულ ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ “ძმას ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ მინდა ვიცოდე, რატომ და როგორ აღმოჩნდა იქ ვეფხვი?!”

“ორი აფერისტის, ზურა გურიელიძის და პიარ მზია შარაშენიძეს კისერზეა ამ ადამიანის – აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ნაბრძოლი ოთარ ცუხიშვილის ცოდვა!

თბილისელებო, დამიდექით გვერდში, სირცხვილია, რაიონიდან ლუკმა-პურის საშოვნელად ჩამოსულ კაცს ნუ მივუდგებით გულგრილად! გელოდებით ზოოპარკთან დღეს, 19.00 მოვითხოვოთ, რომ აფერისტმა გურიელიძემ და მისმა გუნდმა დატოვოს ზოოპარკი, იმ ტყუილებისთვის, რაც გვაკადრეს ამ დღეების განმავლობაში, რამაც ეს ნაწვალები ადამიანი შეიწირა…

თუნდაც “ვინმეს დათანხმებოდნენ, ტყუილის თქმაში”, ორჯერ უარესი ნაძირალები და გათახსირებულები ყოფილან მაშინ… ყოველ დღე გვატყუებდნენ მტაცებლებთან დაკავშირებით, ალბათ “ლევი” მხეცების გამოჩენა არ უნდოდათ, რადგან, როგორც ყური მოვკარი, დათვის ბელები არსად არ არიან აღრიცხულები… ეს ის დირექტორი გურიელიძე არ არის? ბიძინა რომ ეუბნებოდა ერთი წლის მარაგს ვიყიდი, ცხოველების საჭმელს და უარი რომ უთხრა, ფული უნდოდა ანგარიშზე.. ვიძიწე ლი…

და განაწყენებული დარჩა.. (თუ სწორად მახსოვს, ბაბლუანთან ვუსმინე, პირველ გადაცემაში) პროკურატურისგან ვითხოვ, ყურადღებით გამოიძიოს მათი საქმიანობა არა მარტო გულგრილობასთან დაკავშირებით, არამედ მტაცებელი ცხოველების “შავი ბაზარიც” მოჰკითხოს! დაიჭერენ, თუ არ დაიჭერენ, ნაკლებად მაღელვებს! დატოვოს თბილისის ზოოპარკის დირექტორობა და ასე ძაან თუ უყვარს ცხოველები, მომვლელად იმუშაოს, არავინ უშლის!

პ.ს. რუსთავი 2ს ვეკითხები, გაბუნია რომ შეეჭამა, იგივენაირად “გეყვარებოდათ” ცაკალელი ზურა გურიელიძე?! სრულიად საქართველოსაც იგივეს ვკითხავ, შენი შვილი, ან შენი ძმა რომ შეეჭამა, რა ჭკუაზე დადგებოდით? მაინტერესებს!”, – წერს გიორგობიანი.

წყარო: http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი