,,რუსთავი 2″-ის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლის გამო, ნანკა კალატოზიშვილმა სამსახური დაკარგა

264
SHARE

რატომ გაუჩინარდა ნანკა კალატოზიშვილი ტელეეკრანიდან, ამის შესახებ მსახიობი ,,სარკეს” ესაუბრა:

,,ამ სეზონზე პროექტში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები” მონაწილეობა აღარ მივიღე. დამირეკეს და მითხრეს შოუს აღარ წაიყვანო. მიზეზად ,,რუსთავი 2″-ის მხარდასაჭერ აქციაზე მისვლა დამისახელეს. ეს ამბავი არც გამიპროტესტებია, ასეთი რაღაცეები სასაცილოა.

აქციაზე ადრეც მივსულვარ, მაგრამ პრობლემა არ ყოფილა. ეტყობა ამ ბოლო დროს, სხვანაირად ხედავენ ყველაფერს. აქციაზე იმ მოტივით მივედი, რომ მგონია ქვეყანაში უნდა არსებობდეს ოპოზიციური არხი. ჩემს იქ მისვლას პოლიტიკური სარჩული არ ჰქონია,”- განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.

წყარო: primenewsgeorgia.ge

Comments

comments