“რუსთავი-2-ის” „დასპირტული სიცრუე“ – სად იწყება „გამოგონილი სკანდალი“, ვიდრე სიუჟეტად იქცევა (ვიდეო)

107
SHARE

ინტერნეტტელევიზია POSTV-ის გადაცემა „მედია-რენტგენის“ ობიექტივში, “რუსთავი-2-თან” ერთად, მისი „ფეიკნიუსების წყარო“ – Presa.ge და მისი ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე მოხვდნენ.
როგორც გადაცემის ავტორი, შალვა რამიშვილი ამბობს, „რუსთავი-2-მა” ფეკალიების ფრქვევის ახალი მეთოდი გამოიგონა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ Presa.ge-ს უფროსს, ვინმე კაპანაძეს „გამოაძიებინებენ“ რაიმე სკანდალს. ეს ვითომ გამოძიებული სიცრუე გამოქვეყნდება, რის შემდეგაც ყალბი სიუჟეტის გასაკეთებლად უკვე “რუსთავი-2” მიდის. ერთ -ერთი ასეთი სიუჟეტი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებზე, ამჯერად, მის ძმებზე – ადიკო და ალეკო ივანიშივლებზე გაკეთდა“.
„სწორედ ესაა ახალი მეთოდი. ვითომ გამომძიებელი ჟურნალისტი ეძებს რაიმე საბაბს, რომ ივანიშვილის გვარი ახსენოს. სპირტის ბიზნესი იმიტომ ახსენეს, რომ გარკვეული ნეგატიური აურა მას საზოგადოებისთვის, ჯერ კიდევ, 90-იანი წლებიდან აქვს. მოჩხრიკეს, რომელი კომპანიის დაკავშირება შეიძლებოდა ამ ბიზნესთან და ამ სამის სახელი მოროშეს. არც კი გაუკითხავთ, რომ აქედან ორს საერთოდ არ ჰქონია საქმე სპირტთან. მოწმედ კი ნაციონალი ბოტკოველი მოიყვანეს, რომელიც, სააკაშვილის დროს, კახეთის გუბერნატორის მოადგილე იყო და ძალიან კარგად ერკვევა, რომ რაც “რუსთავი-2-ში” მოჩმახეს, სულ სიყალბეა. თავად ნაცებს აქვთ ნამაიმუნარი ამ სპირტებზე ჯერ კიდევ მაშინ, როცა გოჩა ზასოხოვს ქარხანა აყიდინეს და მერე დაახიეს ზუსტადაც კახეთში”, – ამბობს შალვა რამიშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი