რუსეთში “ჯადოქრებმა” პუტინს რიტუალი აღუვლინეს – “დაე, პუტინმა სწორი გზა აირჩიოს” (ვიდეო)

175
SHARE

ოკულტიზმის ორგანიზაციამ ” ძლიერი ჯადოქრების იმპერია”, ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერად, სპეციალური რიტუალი ჩაატარა.
იმის მიუხედავად, რომ, უკანასკნელ არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 77% მიიღო, “ჯადოქრების იმპერიაში” გადაწყვიტეს, რომ ჯადოქრების მისტიკური მხარდაჭერა მაინც სჭირდებოდა. მოსკოვში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, 5 თებერვალს, ათობით ქალი შეიკრიბა, რომლებიც თავის თავს პრაქტიკოს ჯადოქრებს უწოდებენ. “ვისაც ესმის და არ ესმის, ვინც ხედავს და ვერ ხედავს, ვინც იყო, არის და იქნება, ჩემი სიტყვა არ დაივიწყოს – აღიმართე, რუსეთის ძალავ. მიმართე ვლადიმერ პუტინის გზები ჭეშმარიტებისკენ”, – ეს ერთ-ერთი შელოცვაა, რომელიც “ჯადოქრებმა” რიტუალის დროს გამოიყენეს. ამასთან არც პრეზიდენტის პორტრეტი და არც სხვა რაიმე მისტიკური ნივთი არ გამოუყენებიათ, მხოლოდ წიგნებით ხელში შავ სამოსში გამოწყობილები ატარებდნენ რიტუალს.

“დაე, გამაგრდეს რუსეთის ძალა. დაე, დაინახოს ვლადიმერ პუტინმა ჭეშმარიტი გზა. რუსეთის დიდებას ჩვენ, “ძლიერი ჯადოქრების იმპერია”​ გამოვკვებავთ ჩვენი ძალებით, რაც მთელს დედამიწას გააცოცხლებს. ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!”.
მთლიანი რიტუალი, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. “ჯადოქრები” მხოლოდ შელოცვების წიგნის კითხვით შემოიფარგლნენ, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ ეს დაეხმარება რუსეთსა და ვლადიმერ პუტინს.

FB კომენტარები

კომენტარი