რუსეთში პუტინს საფლავის ქვა დაუდგეს (ფოტო)

64
SHARE

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ვლადიმერ პუტინის საფლავის ქვა წარწერით – “წარმოუდგენელი ქურდი და მატყუარა. პოლიტიკური გვამი” – დადგეს. გარდაცვალების წლად კი 2019-ია მითითებული.
საფლავის ქვის ფოტოები სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” საპროტესტო მოძრაობა Агит Россия-მ გაავრცელა. მოძრაობამ განმარტა, რომ ფოტოები ტელეგრამით მიიღეს. ვინ არის აქციის ორგანიზატორი, ამ დროისთვის, უცნობია.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ვლადიმერ პუტინის საფლავის ქვას დგამენ. პირველი ქვა ნაბერეჟნიე ჩელნიში გამოჩნდა, მისი ორგანიზატორები – “უვადო პროტესტის” აქტივისტები კი დააკავეს.

FB კომენტარები

კომენტარი