რუსეთში მამაკაცმა ყალბი “სასაზღვრო პუნქტი” ააგო და მიგრანტები დაარწმუნა, რომ ევროპაში გადაიყვანა

141
SHARE

თაღლითობის უცნაური შემთხვევა ფინეთის საზღვართან, რომელიც რუსმა მესაზღვრეებმა დააფიქსირეს. დსთ–ში შემავალი ერთ–ერთი ქვეყნის მოქალაქე სამხრეთ აზიაში მცხოვრები ოთხი ადამიანის დარწმუნებას ცდილობდა იმაში, რომ მან რუსეთიდან ისინი ევროკავშირის ქვეყანაში გადაიყვანა, ამას კი ის ხელით ნაკეთი სასაზღვრო პუნქტი მიუთითებდა, რომელიც საზღვარზე იდგა.

„მოტყუებულები“ და თაღლითი 28 ნოემბერს დააკავეს. თითოეულ დაზარალებულს თაღლითი მამაკაცისთვის 10 ათასი ევრო ჰქონდა გადახდილი.

მამაკაცი სიტყვის შესრულებას ნამდვილად არ აპირებდა, მან თავად ააგო „სასაზღვრო პუნქტი“ და დაამონტაჟა სასაზღვრო ბოძები, სადაც მიგრანტები მიიყვანა – „რუსეთ–ფინეთის საზღვარი“.

დამნაშავის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე იწარმოება, დაზარალებულები კი რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო კვეთის გამო დაჯარიმდნენ.

FB კომენტარები

კომენტარი