რუსეთში მაკარევიჩის, ნავალნის და ხოდორკოვსკის გამოსახულებებით პრეზერვატივები დაამზადეს

64
SHARE

მოსკოვში მთავარი რუსი ოპოზიციონერების გამოსახულებით პრეზერვატივები შექმნეს, რომელიც შემდეგ ქუჩაში გამვლელებს დაურიგეს. პრეზერვატივებზე შემდეგი პიროვნებების: ალექსეი ნავალნის, ბორის ნემცოვის, სერგეი მიტროხინის, მიხეილ ხოდორკოვსკის და ანდრეი მაკარევიჩის გამოსახულებები გამოსახეს. აქციის ორგანიზატორებმა თავისი მოქმედება იმით ახსნეს, რომ მათი თქმით, ნავალნი და დანარჩენი ოპოზიციონერები სოციალურ ქსელებში პანიკას თესენ და რუსებს რუბლის შესახებ „ცრუ ინფორმაციებით“ აწვდიან.

წყარო: obozrevatel.com

FB კომენტარები

კომენტარი