რუსეთში დათვმა საფლავიდან მიცვალებული ამოთხარა

34
SHARE

რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში, დათვმა საფლავი ამოთხარა.
როგორც რუსული მედია იუწყება, პოლიციაში შესული ზარის საფუძველზე, ადგილზე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დათვის ნაკვალევი აღმოაჩინეს.
გარდაცვლილის ცხედარი ჯერ არ უპოვიათ. სამძებრო სამუშოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
“ჩვენი ექსპერტები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. მათ ჰქონდათ ცხოველის ლიკვიდაციის ნებართვა. მიაგნეს დათვის კვალს და მოკლეს”, – განუცხადა “რია ნოვოსტის” სამინისტროს რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელმა, იური კოლპაკმა.

FB კომენტარები

კომენტარი