რუსეთის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ “ჰარი პოტერის” მიხედვით შექმნილი ვიქტორინა გააუქმა

82
SHARE

რუსეთის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ გააუქმა “ჰარი პოტერის” მიხედვით შექმნილი ვიქტორინა. ერთ-ერთმა მკითხველმა იჩივლა, რომ ბავშვებმა ვიქტორინის მიხედვით, ჯადოქრული სასმელის რეცეპტი შეიძლება შექმნან.
„ერთ-ერთმა მკითხველმა განაცხადა, რომ თუ ბავშვები მაგიურ სასმელს მოხარშავენ და შემდეგ მას დალევენ, ამან შეიძლება მათ ზიანი მიაყენოს. ქალბატონს აუხსნეს, რომ ჯადოქრული სასმელის მომზადება დავალებაში არ წერია, ეს უბრალოდ, წარმოსახვითი აზროვნების ვიქტორინაა“, – აცხადებს ირინა ზირიანოვა. ​მან ასევე განაცხადა, რომ ვიქტორინა ამ ფაქტის გამო არ გაუქმებულა, არამედ უბრალოდ, მისი ვადები ამოიწურა.
„ბი ბი სის“ ცნობით, “ჰარი პოტერს” ადრე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აკრიტიკებდა.

FB კომენტარები

კომენტარი