რუსეთის ტელევიზია: „პირამიდების შენებლობა ეგვიპტელებს სომხებმა ასწავლეს“

377
SHARE

გამოცემა haqqin.az რუსული ტელეკომპანია „რენ ტვ“ – ს გადაცემა „სამხედრო საიდუმლოების“ ეთერში გასულ ინფორმაციაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც წამყვანმა იმ მეცნიერებს დასცინა, ვინც აცხადებს, რომ პირამიდების მშენებლობა ეგვიპტელებს თურმე სომხებმა ასწავლეს.

„სომეხი მეცნიერები სრული სერიოზულობით წერენ, რომ ეგვიპტელებს პირამიდების მშენებლობა თურმე სომხებმა ასწავლეს. როდესაც მოსემ ეგვიპტელები ისრაელში წაიყვანა, სომხები თურმე ინგლისში წასულან. ანუ თანამედროვე ინგლისელები იგივე სომხები არიან. მე არ ვხუმრობ, ამას სომეხი მეცნიერები წერენ. კიდევ ერთი მათი თეორიაა, რომ ვიკინგებიც სომხებისგან წარმოიქმნენ“ – განაცხადა გადაცემის წამყვანმა იგორ პროკოპენკომ.

მისი თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცეში ისტორიის ბევრი გამყალბებელი ისტორიკოსი არსებობს, მაგრამ სომხებმა ყველას აჯობეს. ასე მაგალითად სომხეთის ეროვნულ მუზეუმში, რომელიც ერევანში მდებარეობს, წარმოდგენილია ექსპონატები, რომელთა ასაკი თითქოს 500 ათას წელს შეადგენს, რაც „ამტკიცებს“, რომ ცივილიზაციის აკვანთან სომხები იდგნენ.

FB კომენტარები

კომენტარი