რუსეთის დუმის დეპუტატი, რუს ქალებს, უცხოელ სპორტსმენებთან სექსისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

138
SHARE

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელმა ტამარა პლეტნიოვმა, რუს ქალებს მოუწოდა, არ დაამყარონ სექსუალური კავშირი უცხო ქვეყნების სპორტსმენებთან და გულშემატკივრებთან. კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, ინტიმური კავშირები ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, მარტოხელა დედების რიცხვის გაზრდას გამოიწვევს.
„ეს ბავშვები მერე იტანჯებიან და იტანჯებოდნენ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, გავიხსენოთ 1980 წლის ოლიმპიადა. კიდევ არაუშავს, როცა იგივე რასაა, მაგრამ როცა სულ სხვა რასაა, მაშინ ხო საერთოდ. ჩვენ ჩვენი ბავშვები უნდა გავაჩინოთ. ნაციონალისტი არ ვარ, მაგრამ მაინც.“- განაცხადა პლეტნიოვამ რადიოსადგურ „ლაპარაკობს მოსკოვის“ ეთერში.
მან ასევე აღნიშნა, რომ უცხოელებთან ინტიმური ურთიერთობები გამოიწვევს არამარტო მარტოხელა დედების რიცხვის ზრდას, არამედ გაჩნდებიან ბავშვებიც, რომლებიც უცხოეთში გაიზრდებიან.
„მინდა, რომ ჩვენ ქვეყანაში ადამიანები სიყვარულით ქორწინდებოდნენ, როლებიც რუსეთის მოქალაქეები იქნებიან, აშენებდნენ მეგობრულ, ძლიერ ოჯახებს და ზრდიდნენ შვილებს.“ – განაცხადა დუმის დეპუტატმა.
მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ, 14 ივნისს იწყება.

FB კომენტარები

კომენტარი