“რო გავაკაოთ ბავშვი?” – გუგა ქაშიბაძე კურიოზულ ისტორიას იხსენებს

83
SHARE

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე სოციალურ ქსელში კურიოზულ ისტორიას იხსენებს, რომელიც მას წლების წინ შეემთხვა:

„ახალგაზრდა ქირურგი ვარ. დამწვარ ბავშვს ნარკოზი ესაჭიროება. მამამ – მე არ ვიციო, დედამ  – მე რა შუაში ვარო, ველოდებით ბაბუას. მოვიდა ბეჭებში ჩადგმული, დაბალი – მაგრამ დიდი, შუახნის მამაკაცი ოჯახის ახლობელთან ერთად. ავუხსენით მდგომარეობა.  გვისმენს, ხმას არ იღებს.  კიდევ ავუხსენით, გვისმენს,  თვალებს ატრიალებს.

პაუზა გაჭიმა, შემოგვხედა მე და ანესთეზიოლოგს და გვითხრა: ორნი ჩვენ ვართ, ორნიც თქვენ, რო გავაკაოთ ბავშვი? შეხვევა ნარკოზით ჩატარდა”, – წერს ქაშიბაძე.

FB კომენტარები

კომენტარი