როცა ეს 5-თვიანი პატარა დაიბადა, ექიმები გადარჩენის შანსს არ აძლევდნენ… მაგრამ სასწაული მოხდა

1176
SHARE

ქალი ორსულობის მე-20 კვირაში იყო (დაახლოებით 4 თვის ორსული), როცა წყლები დაღვარა. ექიმებმა საშინელი ამბავი ამცნეს: ნაყოფი ვერ გადარჩება და სასწრაფოდ აბორტი გაიკეთეო. თუმცა ქალმა არ დაუჯერა – დედის ინსტინქტმა უკარნახა, რომ ბავშვი იცოცხლებდა. რისკის მიუხედავად, გოგონამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა ბავშვი, სანამ თვითონ არ იქნებოდა მზად, გამოსულიყო.
ჯეტ მორისი ორსულობის 25-ე კვირაში დაიბადა და 630 გრამს იწონიდა. დაბადების შემდეგ ქრონიკული ფილტვების ანთება და სიყვითლე ჰქონდა. გულის პრობლემებიც დაუდგინეს.
mshoblebi
თუმცა მას მერე, რაც პატარის ორგანოები ჩამოყალიბდა, ყველა დაავადება უკან დარჩა. ბავშვი კიდევ რამდენიმე კვირა იყო სამშობიაროში და იმ დრომდე, როცა სინამდვილეში უნდა დაბადებულიყო, კიდევ სამი კვირით ადრე სახლში გაწერეს.
mshoblebi
ჯეტის დედა დღემდე ფიქრობს იმაზე, თუ რა იქნებოდა, ექიმებისთვის რომ დაეჯერებინა. “20 კვირის ორსული ვიყავი და ექიმები ჯეტს ჩემს შვილად არ მიიჩნევდნენ, მათთვის ის უბრალოდ განწირული ნაყოფი იყო. ამის გაფიქრებაზე გული მისკდება… ჩემთვის არც შემოუთავაზებიათ სხვა ვარიანტები. თუმცა როდესაც ჩემი პატარის ფოტოს შევხედე და მითხრეს, რომ ბიჭი იყო, მივხვდი, ის უკვე ადამიანი იყო და არავითარ აბორტზე არ შეიძლებოდა ლაპარაკი… მესმის, რომ ექიმებმა ობიექტური პროგნოზები უნდა გააკეთონ და პაციენტები უარესისთვის შეამზადონ. მაგრამ ხომ არსებობს გამონაკლისები, მათ კი ჯეტისთვის შანსის მიცემაც არ სურდათ”.
mshoblebi
ჯეტის შემთხვევაში ყველაფერი კარგად დამთავრდა. ის თავისი მშობლების პატარა სასწაულია. ახლა უკვე ერთი წლისაა, აღარც ავადმყოფობს და თავს შესანიშნავად გრძნობს… არადა, რომ არა დედამისის დედობრივი ინსტინქტი, ეს პატარა ბიჭუნა არ დაიბადებოდა…

mshoblebi

წყარო: mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი