რონალდუ ახალ კონტრაქტებს ითხოვს

52
SHARE

„პრესი (ფლორენტინო პერესი), ახალი კონტრაქტები უნდა შეთავაზო რამოსსა და ანჩელოტის“ – კრიშტიანუ რონალდუმ თხოვნით მიმართა კლუბის პირველ პირს.

როგორც ჩანს, გუნდის წარმატების პარალელურად, პორტუგალიელი გოლეადორი სპორტულ მხარეზეც ფიქრობს.მას მეტად ანაღვლებს თანაგუნდელისა და დამრიგებლის ბედი, რომლებსაც, შესაბამისად, 2017 და 2016 წლის ზაფხულში ეწურებათ სამეფო კლუბში ყოფნის ვადა.

რონალდუს აზრით, კარლიტო ზედგამოჭრილი მწვრთნელია მადრიდული გრანდისათვის.იტალიელის თაოსნობით, შემადგენლობა გაცილებით ეფექტურად მოქმედებს, რაც ტიტულთა ოთახზეც ისახება.საქვეყნოდ ცნობილია, რომ მესაჭეთა ჩამონათვალში, კრიშტიანუს პირველ ადგილზე ჰყავს ალექს ფერგიუსონი, თუმცა ის ყოველთვის ავლებს პარალელს შოტლანდიელსა და იტალიელს შორის: „კარლო საუკეთესოა, ვისთანაც მიმუშავია.“

როგორც გულშემატკივრების სრულ უმრავლესობას, „შვიდიანსაც“ ვერ წარმოუდგენია „რეალის“ გასახდელი, გუნდისა და სულის ანუ სერხიო რამოსის გარეშე.მას დიდებული ურთიერთობა აქვს თანაგუნდელთან და მხარდაჭერას უცხადებს.

მოკლედ, რონალდუმ დღის წესრიგში დააყენა თითქოს მარტივად გადასაჭრელი საკითხები.ახლა, ფლორენტინო პერესის ჯერია.

წყარო: http://halamadrid.ge

FB კომენტარები

კომენტარი