“რომი” პანცილიონში

175
SHARE

ავეჯის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ბელგიური კომპანია “რომი“ , რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 40-მდე წარმომადგენლობა აქვს გახსნილი, მათ შორის აშშ-ში, ბრიტანეთსა და ავსტრალიაში, ახლა უკვე საქართველოშია და კომპანია “პანცილიონის“ მომხმარებელს რბილი ავეჯის ფართო და საინტერესო ასორტიმენტს სთავაზობს.
კომპანია “პანცილიონის“ პიარის და მარკეტინგის სამსახურის უფროსის მარიამ ბანცურის თქმით, “რომი“ ერთ-ერთი საუკეთესოა “პანცილიონის“ შოურუმებში წარმოდგენილ ავეჯს შორის და უნიკალურია იმით, რომ მომხარებელს რბილი ავეჯის სასურველი კომპლექტაციისა და დიზაინის შექმნა თავად შეუძლია.
“რომი“-ს ავეჯი მაღალი ხარისხით, ტექნიკური ინოვაციებით, პრაქტიკულობითა და ორიგინალური, თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებელს თავად შეუძლია სასურველი მოდელის შექმნაში სპეციალური პროგრამის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა. მომხმარებელი არაფერშია შეზღუდული, რადგან გარდა სტანდარტული მოდელების ძალიან ფართო ასორტიმენტისა, მომხმარებლს ასევე შეუძლია თავად შექმნას მისთვის სასურველი მოდელი და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტი, რომ ამისთვის მომხმარებელს ლოდინიც კი არ უწევს. ახალი პროგრამის მეშვეობით ადგილზევეა შესაძლებელი არა მხოლოდ შერჩეული მოდელის, არამედ სურვილის შესაბამისი ფასის ნახვაც. ამ პროგრამის საშუალებით შეგვიძლია შევარჩიოთ რბილი ავეჯის არა მხოლოდ ფერი, კუთხე და ზომა, არამედ მისი ნებისმიერი შემადგენელი ნაწილი – დაწყებული ქსოვილის ფაქტურით, ნაკერის ფერით, დეკორატიული ფეხებით, მექანიზმებით, დასრულებული ზამბარისა და ღრუბლის სიმკვრივით და ა.შ. მოკლედ, ავეჯის ყველა ელემენტი მომხმარებლის ხელშია“, – აღნიშნავს მარიამ ბანცური.
კომპანია “პანცილიონი“ 2002 წლიდან არსებობს და ამ ეტაპზე წარმოდგენილია სამი მაღაზიით თბილისში: ჯავახეთის ქ. 69-ში, ერისთავის ქ. 17-ში და აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. “პანცილიონის“ შოურუმში წამროდგენილია ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან იმპორტირებული ყველანაირი სახის ავეჯი. გერმანული, ბელგიური, პოლონური, უკრაინული და სხვა ევროპული ნაწარმის გარდა, 2007 წლიდან “პანცილიონში“ შესაძლებელია საქართველოში დამზადებული ავეჯის შეძენაც. რაც მთავარია, ფასები არის საკმაოდ ხელმისაწვდომი და იგი დამოკიდებულია დიზაინზე, მოდელზე, მასალაზე და მწარმოებელ ქვეყანაზე. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ინდივიდუალური შეკვეთების მიცემაც.
R

FB კომენტარები

კომენტარი