რომის პაპის ხუმრობამ სიდედრზე ხალხი აღტაცებაში მოიყვანა

95
SHARE

რომის პაპმა ფრანცისკმა ფილადელფიაში მის სანახავად შეკრებილი ხალხი გაამხიარულა ფრაზით, რომელიც მალევე გავრცელდა ინტერნეტში და ჰიტადაც იქცა. ”ოჯახები, კამათი… ზოგჯერ თეფშები იწყებენ ფრენას და ბავშვები თავის ტკივილს იწვევენ. საერთოდ ჯობს არაფერი ვთქვა სიდედრების შესახებ…” – იხუმრა პაპმა.

ამ ფაქტამდე ცოტა  ხნით ადრე პაპის ირგვლივ კიდევ ერთი კურიოზული ისტორია გავრცელდა. ამერიკის კონგრესში პენსილვანიის შტატის პალატის წევრმა რომის პაპის გამოსვლის შემდეგ მისი დატოვებული ჭიქა წყალი მოიპარა. ბობ ბრედიმ ტრიბუნიდან კაბინეტში წაიღო პაპის მიერ ნახევრად დალეული წყალი.

კაბინეტში ბრედიმ, მისმა მეუღლემ და ორმა თანამშრომელმა თითო ყლუპი მოსვეს პაპის ჭიქიდან და ეს ფაქტი სამახსოვროდ გადაიღეს. დარჩენილი წყალი კონგრესმენმა ბოთლში გადაასხა და საშვილიშვილოდ შეინახა.

წყარო:http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი