რომის პაპის სიტყვით გამოსვლის დროს, ამერიკელმა კონგრესმენმა იტირა (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

96
SHARE

რომის პაპის ემოციურმა სიტყვამ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი აატირა. ამერიკის კონგრესში ფრანცისკე პირველის ისტორიული სიტყვით გამოსვლის დროს, ჯონ ბონერმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

ფრანცისკემ გამოსვლა იდეოლოგიური ექსტრემიზმის საფრთხეებზე საუბრით დაიწყო, შეეხო მიგრანტების გულთბილად მიღების აუცილებლობას, სამუშაო ადგილების შექმნას, საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვას, კლიმატის ცვლილებებს, ეკონომიკას, იარაღით ვაჭრობასა და ოჯახის მნიშვნელობას.

პაპის სიტყვით გამოსვლას კონგრესის დარბაზში 500 კანონმდებელი ესწრებოდა. ფრანცისკე I კათოლიკური ეკლესიის პირველი ხელმძღვანელია, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესში სიტყვით გამოვიდა. ვაშინგტონიდან პაპი ნიუ – იორკში გაემგზავრა, სადაც გაეროში მისი სიტყვით გამოსვლა იგეგმება. ვიზიტის ბოლოს კათოლიკური ეკლესიის ლიდერი, ფილადელფიაში მილიონნახევარი ადამიანის წინაშე სახალხო მესას ჩაატარებს.

1

2

3

4

5

FB კომენტარები

კომენტარი