რომელ მაღაზიაში შევარდება „ფორსაჟი 9-ის“ მანქანა თბილისში, რომლის მფლობელიც 4 მილიონს მიიღებს

2649
SHARE

რამდენიმე დღეა, თბილისში ჰოლივუდის ერთ-ერთი წარმატებული ფილმის – „ფორსაჟის” მე-9 ნაწილის გადაღებები მიმდინარეობს. სოციალურ ქსელებში პირველივე დღიდან გამოჩნდა კადრები გადასაღები მოედნიდან და საზოგადოების დიდი ინტერესის სფეროც გახდა.
​როგორც ცნობილია, ფილმის სცენეს რამდენიმე ადგილას გადაიღებენ – ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სადაც უკვე მიმდინარეობს გადაღების პროცესი, ასევე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე, სწორედ ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე გადაიღებენ სცენას, სადაც მანქანა მაღაზიის ვიტრინაში შევარდება.
​როგორც ირკვევა, ის ობიექტები, რომლებიც ამ სცენაში მოხვდება და რომელთა ვიტრინებსაც მანქანა დააზიანებს, სოლიდურ კომპენსაციას – 4 მილიონ დოლარს მიიღებენ. როგორც გამოცემა “კომერსანტმა” გაარკვია, ეს ობიექტები იქნება “ერმენეჯილდო ზენია”, “ჰუგო ბოსი”, “გარდერობი”, “პოლ & შარკი” , სავარაუდოდ, ეს იმ საერთაშორისო ბრენდების ჩამონათვალია, რომელთა მაღაზიებიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. ამ 4 ბრენდს საქართველოში ერთი ოფიციალური წარმომადგენლი ჰყავს – “შპს ვიქტორია-98″. კომერსანტის ინფორმაციით, მაღაზია, სადაც ძვირადღირებული, ბრენდული მანქანა უნდა შევარდეს, “პოლ & შარკია“. თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, ფილმის გადამღებ ჯგუფს “პოლ & შარკთან“ დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკება ჰქონიათ.
ცნობისთვის „ფორსაჟი 9-ის” გადაღება 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.

FB კომენტარები

კომენტარი