რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელის აპრილის თვეში თავბრუდამხვევი რომანი ან განშორება

174
SHARE

გაზაფხული, როგორც წესი, რომანტიკული გრძნობებისა და ემოციური თავგადასავლებისკენ უბიძგებს ადამიანებს. ბევრისთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ რუტინული ყოველდღიურობისგან თავის დაღწევის მეთოდია, ზოგიერთი კი მთელი მონდომებით ელოდება “იმ ერთადერთსა და განუმეორებელს”, აპრილი კი ზუსტად ის თვეა, როცა ყოველგვარ მოულოდნელობას უნდა ველოდოთ პირად ურთიერთობაში.

მარტის ბოლო დეკადიდან, პლანეტა ვენერა საკუთარ “სახლში” – კუროს ზოდიაქოში იმყოფება, მზე და მარსი კი ცეცხლოვანი ვერძის ზოდიაქოს იკავებს – უკეთესი კომბინაცია არც არსებობს ლამაზი “ლოვ-სთორების” დასაწყებად. ვენერა კუროს ზოდიაქოში ურთიერთობას ფორმასა და ელფერს მიანიჭებს, დამუხტავს მას ხანგრძლივმოქმედი პერსპექტივებით, მზე და მარსი კი ადამიანთა მამაკაცურ მეორე ნახევარს აქტიური ქმედებებისა და სასიყვარულო გმირობების ჩადენისკენ განაწყობს. მოკლედ, შესანიშნავი ნიადაგია ლამაზი ურთიერთობების წამოსაწყებად.

მარტის ბოლოს და აპრილის თვეში ვერძებს ასტროლოგები სიყვარულში აქტიურობის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

კუროებს კი პირიქით დათმობისკენ, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც აპრილში ჰორიზონტზე გამოჩნდება შესაძლოა თქვენმა სიჯიუტემ დიდი ხნით დააფრთხოს.

ტყუპს სასიყვარულო კავშირებში მეტი კრეატივის შეტანა მოეთხოვება. იმიტომ რომ ურთიერთობის გაცივების ან მოკლევადიანობის მიზეზი, სწორედაც რომ თქვენი მხრიდან ფანტაზიის სიმწირე შეიძლება გახდეს.

კირჩხიბების გასაგონად კი უნდა ვთქვათ, რომ დადგა დრო გადაწყვიტოთ ბოლოს და ბოლოს, რა გსურთ საყვარელი ადამიანისგან. თუ მასთან ყოფნა გირჩევნიათ, მზად უნდა იყოთ წარსულის შეცდომების საპატიებლად.

ლომისთვის აპრილს ახალი რომანის დაწყების ბედნიერება მოაქვს. შესაძლოა საინტერესო ადამიანს თვალი, ძველ მაგრამ კარგად დავიწყებულ ნაცნობებს შორის დაადგათ. გამოიჩინეთ გალანტურობა და ყურადღება. დანარჩენი კი პლანეტების კეთილგანწყობას მიანდეთ.

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს ასტროლოგები ურჩევენ ყოველგვარი სახის საიდუმლოებებისგან შეიკაონ თავი სასიყვარულო ურთიერთობაში. თუ უკვე გყავთ მეორე ნახევარი მასთანაც არაა აუცილებელი მაქსიმალური გულწრფელობა. ახალი ურთიერთობა კი აბსოლუტურად სუფთა ფურცლით უნდა დაიწყოთ.

სასწორის ნიშნის წარმომადგენლებს ასტროლოგები ურჩევენ, ზედმეტი ვალდებულებებისგან შორს დაიჭირონ თავი სასიყვარულო პარტნიორთან. ნუ დაჰპირდებით მთელ სამყაროს და კიდევ მის ნახევარს ადამიანს, რომელსაც ამ პერიოდში გაიცნობთ, რაც არ უნდა მომხიბვლელად მოგეჩვენოთ იგი.

მორიელებს აპრილში პარტნიორის მიმართ ეჭვიანობის გრძნობა ერთიორად გაუმძაფრდებათ. იმ შემთხვევაში კი თუ თქვენ საინტერესო ნაცნობობა წამოიწყეთ აუცილებლად მოისურვებთ პარტნიორის ემოციურად გადამოწმებას. თუმცა, დადგმულმა სპექტაკლმა ამ უკანასკნელის საეჭვიანოდ, შესაძლოა განშორებამდეც მიგიყვანოთ. ასე რომ მორიელებო აპრილში ფრთხილად!!!

მშვილდოსნების დიდ ნაწილს შესაძლოა თავი ძველმა სიყვარულმა შეახსენოს. ეს იმ შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული თუ თქვენ უკვე ნაპოვნი გყავთ მეორე ნახევარი. თუმცა, თავისუფალი თუ ხართ, შესაძლოა “რეანიმირებულმა” სასიყვარულო კავშირმა სამომავლოდ ერთობ პერსპექტიული ურთიერთობის საფუძველი შექმნას.

თხის რქათა დიდი ნაწილი სამსახურებრივი მივლინებებით და ხლაფორთებით იქნება დაკავებული აპრილის თვეში. თუმცა, სიყვარულისთვისაც შეგიძლიათ მოიტოვოთ ადგილი – კუპიდონი ზუსტადაც რომ მგზავრობისას ჩაგისაფრდებათ და შესაძლოა რომანტიკული გრძნობები საქმიანი პარტნიორის მისამართითაც გაგიჩნდეთ.

მერწყულებს ასტროლოგები ურჩევენ აპრილის თვე სიმშვიდეში გაატარონ და სასიყვარულო კავშირების ძიებას ცოტა ხნით მოეშვან. საქმე იმაშია, რომ ამ ეტაპზე თქვენი რესურსი მთლიანად სამსახურს ან ოჯახს სჭირდება. შესაბამისად, აპრილში დაწყებული ნაცნობობა სავსებით შეიძლება ჩაიშალოს თქვენივე მოუცლელობის გამო.

დაბოლოს, თევზების ნიშნით დაბადებულებს, ასტროლოგები ურჩევენ, აპრილის თვეში მთლიანად გულის კარნახს ენდონ და სიტუაციის კონტროლზე აყვანას გონებით ამაოდ ნუ შეეცდებიან. თქვენს ცხოვრებაში თუ დიდი სიყვარული არა, სერიოზული გატაცება მოდის ზუსტად ამ თვეში. ასე რომ, ცოტა ხანს შეგიძლიათ იცხოვროთ ზღაპარში.

 

წყარო

Comments

comments