რომელ ზოდიაქოს ელის ცვლილებები კარიერაში – 7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

774
SHARE

ვერძი – ერთგული ადამიანი არ მიგატოვებთ და ის, ვინც თქვენგან წავა, ე.ი. თქვენ გვერდზე ყოფნის ღირსი არ ყოფილა. საღამოს სიმშვიდე მოიმატებს და დაძაბულობა იკლებს.

კურო – თანამოაზრეებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. გაფრთხილდით, გადაამოწმეთ დეტალები. კარგი დღეა მიზნების განსახორციელებლად, ახალი სიმაღლეების დასაპყრობად.

ტყუპი – ცვლილებები გსურთ და დღეს რამდენიმე სფეროში სიახლეს შეიტანთ. იყავით მეტად აქტიური, არ დაკარგოთ დრო ტყუილად.

კირჩხიბი – მუშაობაშიც და ურთიერთობაშიც მეტი ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. საღამო მხიარულ გარემოში, მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

ლომი – თუ გულხელდაკრეფილი არ იჯდებით, კარგ შედეგს მიაღწევთ.
კარგი დღეა სწავლისთვის, თვალსაწიერის გასაფართოებლად, აგრეთვე, სასიყვარულო მიმოწერისთვის.

ქალწული – გარშემო მყოფების გავლენის ქვეშ ხართ და ეცადეთ, გადაწყვეტილებები მათი გავლენით არ მიიღოთ. მათგან მეტი პატივისცემა და თავისუფლება უნდა გქონდეთ.

სასწორი – გამარჯვება ახლოსაა და მთავარია თქვენი მონდომება – არ გაჩერდეთ. იმოქმედეთ ყველა წესის დაცვით. საღამოს გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის და დატკბით ცხოვრებისეული წვრილმანებით.

მორიელი – დასვენების, მომხდარის გაანალიზების დღეა. თუ ახლობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესება გსურთ, მეტად გახსნილი უნდა იყოთ.

მშვილდოსანი – მხოლოდ გართობაზე ნუ ფიქრობთ, მუშაობაც აუცილებელია და მომხდარის გაანალიზებაც. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და ნაკლებად გარისკეთ.

თხის რქა – გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან და საქმიან პარტნიორებთან. იყავით მეტად გულუხვი და ერთგული. ყველას დაანახეთ, რამდენად კარგი პარტნიორი ხართ.

მერწყული – ორჯერ დაფიქრდით, სანამ რამეს მოიმოქმედებთ. ნუ იქნებით უხეში ახლობლებთან ურთიერთობისას. კარგი დღეა მავნე ჩვევებთან დასამშვიდობებლად.

თევზები – საინტერესო ცვლილებები გელით კარიერაში. იყავით დაკვირვებული. კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად.

FB კომენტარები

კომენტარი