რომელი ცნობილი ადამიანები დაიბადნენ 27 დეკემბერს

268
SHARE

ლუი პასტერი

1822 წლის 27 დეკემბერს დაიბადა ლუი პასტერი  (Louis Pasteur 1822 – 1895) – გამოჩენილი ფრანგი მიკრობიოლოგი და ქიმიკოსი.

 



პავლე ტრეტიაკოვი

1832 წლის 27 დეკემბერს დაიბადა პავლე ტრეტიაკოვი (Павел Михайлович Третьяков 1832 – 1898) – რუსი ბიზნესმენი და მეცენატი, რუსული კულტურული ფასეულობების შემგროვებელი, “ტრეტიაკოვის გალერეის” (Государственная Третьяковская галерея)  დამფუძნებელი.

 

 

მარლენ დიტრიხი
1901 წლის 27 დეკემბერს დაიბადა მარლენ დიტრიხი (ნამდვილი სახელი – მარია მაგდალენა დიტრიხი) (Marlene Dietrich – Marie Magdalene Dietrich 1901 – 1992) – გამოჩენილი გერმანელი და ამერიკელი მსახიობი, მომღერალი.

 

 

მიშელ პიკოლი
1925 წლის 27 დეკემბერს დაიბადა მიშელ პიკოლი  (Michel Piccoli) – ფრანგი მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი.

 

 

ჟერარ დეპარდიე
1948 წლის 27 დეკემბერს დაიბადა ჟერარ დეპარდიე (სრული სახელი – ჟერარ კსავიე მარსელ დეპარდიე) (Gérard Xavier Marcel Depardieu) – ფრანგი მსახიობი.

FB კომენტარები

კომენტარი