რომელი ქართული კომპანია გეგმავს ნოტრ-დამის აღდგენაში მონაწილეობას

77
SHARE

რევოლუციასა და ომებს გადარჩენილი ნოტრ-დამი ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზებით აალდა. ჩამოინგრა ტაძრის სამრეკლო, საათი და სახურავის ნაწილი. გადარჩენილია შენობის ძირითადი კონსტრუქცია და მთავარი ფასადის კოშკები. 400-მდე მეხანძრე ცეცხლს რვა საათზე მეტხანს აქრობდა.

ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთის მემკვიდრეობის ფონდმა ეროვნული კამპანია დაიწყო.

ევროპის უმდიდრესმა ადამიანმა, კომპანია LVMH-ის ჯგუფის მმართველმა პარტნიორმა და CEO-მ, ბერნარ არნომ განაცხადა, რომ მისი ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება $91.7 მილიარდს შეადგენს. ბერნარ არნოს LVMH-ი აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Dior-ი, Bulgari, Celine-ი & Louis Vuitton-ი.

საერთაშორისო საქველმოქმედო კამპანიას ქართული კერძო ბიზნესიც უერთდება. ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი “კ და ქართული სპირტები” ძეგლის აღსადგენად €10,000-ის გადარიცხვას გეგმავს.

FB კომენტარები

კომენტარი