რომელი ქალაქია ყველაზე ძვირადღირებული ტურისტებისთვის

57
SHARE

Mastercard ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტურისტებისთვის ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების სიას აქვეყნებს.
რეიტინგში პირველ ადგილს დუბაი იკავებს, სადაც მოგზაურები, საშუალოდ, 537 დოლარს ხარჯავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Mastercard -ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მეორე ადგილზე, Mastercard -ის სიის მიხედვით, პარიზი გავიდა. ტურისტები აქ, საშუალოდ, 301 დოლარს ხარჯავენ. ლიდერთა სამეულში, სინგაპურიც მოხვდა, სადაც ტურისტები, საშუალოდ, 286 დოლარს ტოვებენ.
როგორც ცნობილია, Mastercard -მა ინფორმაცია ტურისტების მიერ 162 ქვეყანაში ბარათით განხორციელებული გადახდებიდან გამომდინარე შეაგროვა.

Comments

comments