რომელი პროფესიის ადამიანებს გაუმართლებთ დამდეგ 2017 წელს

1094
SHARE

ახალი 2017 წელი რეალურად ძალაში 28 იანვრიდან შედის, თუმცა საზოგადოება უკვე 2016 წლის მიწურულიდანვე ემზადება აქტიურად მის შესახვედრად. და ეს არ არის უშედეგო მოლოდინი, იმიტომ რომ წითელი მამალი სამყაროს სტაბილური, საინტერესო, წარმატებულ წელს ჰპირდება.
ამ წელს ნაკლებად იქნება ეკონომიური კრიზისი და ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტები. საქმიანობის მხრივ საკმაოდ ბევრი სფეროს წარმომადგენლებს გაუმართლებთ.
ყველაზე ნაყოფიერი ამ მხრივ იქნება უძრავი ქონებით ვაჭრობა, საქმიანი ქაღალდები და ობლიგაციები, კარგი წელიწადია ნებისმიერი ტიპის მცირე ბიზნესის საწარმოებლად. არაჩვეულებრივად წარმატებული წელი იქნება არქიტექტორების, მხატვრების, დიზაინერებისთვის. თაბრუდამხვევი მოვლენები ელით ასევე კარიერაში შოუბიზნესის წარმომადგენლებსა და მსახიობებს.
ასევე ფიზიკოსებს, მათემატიკოსებს. მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ პროფესიული კუთხით სამხედრო და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები და დამწყები პოლიტიკოსები.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი