რომელი პოლიტიკოსის შვილმა აიღო მაქსიმალური ქულა მათემატიკაში – ეროვნული გამოცდების შედეგზე ბედნიერი დედა წერს

1135
SHARE

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოცხადდა.
მათემატიკის გამოცდაში ყველაზე მაღალი ქულა „ქართული სასწავლებლის“ მოსწავლემ, სანდრო რჩეულიშვილმა მიიღო – 59 ქულიდან 59.

როგორც გაირკვა, სანდრო რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას შვილია. ამის შესახებ დეპუტატმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
„დღეს გამოცხადდა ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები. ასეთი ამაყი, ბედნიერი და გახარებული არ ვყოფილვარ, დიდი ხანია. ჩემმა სანდრომ მათემატიკაში 59 ქულიდან აიღო 59. თურმე, რა განცდა ყოფილა! სანდროსა და ყველა სტუდენტს ვუსურვებ წარმატებებს“, – წერს სოფიო ქაცარავა. 

FB კომენტარები

კომენტარი