რომელი მინისტრის ეზოშია გადაღებული „იმერული ესკიზები“

1228
SHARE

ნანა მჭედილიძის კომედიური ჟანრის ფილმი „იმერული ესკიზები“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ბავშვობის სახლშია გადაღებული. ამის შესახებ მინისტრმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა და სახლის ფოტო გამოაქვეყნა.

„იმერეთი ჩემი კუთხეა. ხონში, ამ სახლში საუკეთესო წლები მაქვს გატარებული და ბავშვობის ბევრი სასიამოვნო მოგონება სწორედ ამ ეზოს, ამ სახლს უკავშირდება, რომელიც 150 წლის არის.

ეს სწორედ ის სახლია, სადაც ყველასათვის საყვარელი ფილმი, “იმერული ესკიზებია” გადაღებული. ჩემი ბავშვობაც ამ ფილმივით ტკბილი და მოუსვენარი იყო“,- წერს მამუკა ბახტაძე.

FB კომენტარები

კომენტარი