რომელი ზოდიაქოს ნიშნები ქმნიან იდეალურ ოჯახს და არასდროს მიმართავენ განქორწინებას?

668
SHARE

დავა იმა­ზე, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს უნდა და­უ­კავ­ში­როთ ბედი სა­ი­მი­სოდ, რომ სა­მო­მავ­ლოდ ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა ჰარ­მო­ნი­უ­ლი გქონ­დეთ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი ას­ტრო­ლო­გი და­გი­დას­ტუ­რებთ იმას, რომ მხო­ლოდ ნიშ­ნებს შო­რის თავ­სე­ბა­დო­ბა ნამ­დვი­ლად არ მოგ­ცემთ ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბის სრულ გა­რან­ტი­ას. ოჯა­ხი თა­ვი­სე­ბუ­რი “სა­მუ­შა­ოა”, რო­მელ­შიც ორი­ვე პარტნი­ო­რი ერ­თნა­ი­რად უნდა და­ი­ხარ­ჯოს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში რაც არ უნდა ჰარ­მო­ნი­უ­ლი იყოს თქვე­ნი და თქვე­ნი მე­უღ­ლის ზო­გა­დი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თავ­სე­ბა­დო­ბა მა­იცნ მოხ­დე­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბი. თუმ­ცა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, თუ ვის ეწყო­ბით ხა­სი­ა­თის უმ­თავ­რე­სი შტრი­ხე­ბი­დან და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია სა­ი­მი­სოდ, რომ მო­მა­ვალ­ში პო­ტენ­ცი­ურ მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­გი­ად­ვილ­დეთ. ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ არ­სე­ბობს სამი “სუ­პერ-წყვი­ლი” ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით ვი­საც რე­ა­ლუ­რად 99% ოდე­ნო­ბის შან­სი გა­აჩ­ნია სა­ი­მი­სოდ, რომ მო­მა­ვალ­ში ჰარ­მო­ნი­უ­ლი და შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი შექ­მნას…

კურო – ქალ­წუ­ლი

ამ ორ ადა­მი­ანს შო­რის ეტა­პობ­რი­ვად, მაგ­რამ ძალ­ზე მჭიდ­რო და ურ­ყე­ვი კავ­ში­რი ყა­ლიბ­დე­ბა. რო­გორც წესი, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს სა­ერ­თო საქ­მი­ა­ნო­ბის ან სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი ატ­მოს­ფე­როს გავ­ლე­ნით უახ­ლოვ­დე­ბი­ან. ერ­თიც და მე­ო­რეც მარ­ტი­ვად არა­სო­დეს იღებს და­ო­ჯა­ხე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ამი­ტომ მათ დრო სჭირ­დე­ბათ პარტნი­ორ­თან მი­საჩ­ვე­ვად. კურო დინ­ჯი და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლია, ქალ­წუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, გამ­ჭრი­ა­ხი და მე­თო­დუ­რი. ის სა­უ­კე­თე­სო თა­ნა­შემ­წე, მე­უღ­ლე, მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მო­აზ­რეა კუ­როს­თვის. კურო კი თა­ვის მხრივ ქალ­წულს აძ­ლევს იმას, რაც ამ უკა­ნას­კნელს ყვე­ლა­ზე მე­ტად ესა­ჭი­რო­ე­ბა – ეს არის სტა­ბი­ლუ­რო­ბა, რო­გორც ემო­ცი­უ­რი ისე ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით. ქალ­წულს შე­უძ­ლია მოთ­მი­ნე­ბა, კუ­როც არა­ნაკ­ლებ მომთმე­ნი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია. ეს ორი მალე არა, მაგ­რამ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ და სტა­ბი­ლუ­რად აშე­ნებს სა­კუ­თარ ბედ­ნი­ერ მო­მა­ვალს. მათი შვი­ლე­ბი ყო­ველ­თვის ჯან­სა­ღი ფსი­ქი­კით იზ­რდე­ბი­ან, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან ოჯა­ხურ ჩხუბ­სა და აყალ­მა­ყალ­ში ყოფ­ნას. დე­და­სა და მა­მას ჩუ­მად, უსი­ტყვოდ მაგ­რამ ძა­ლი­ან ძლი­ე­რად უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი.

ვერ­ძი – ლომი

მათი კავ­ში­რი ხში­რად სა­ოც­რად ხმა­უ­რი­ა­ნი, დრა­მა­ტუ­ლი და ზოგ­ჯერ კონ­ფლიქ­ტე­ბით სავ­სეც კია. თუმ­ცა, გარ­შე­მო მყოფ­თა გა­საკ­ვი­რად ისი­ნი მა­ინც ერ­თად არი­ან ლა­მის სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დეც… ლომი და ვერ­ძი ერ­თად, ას­ტრო­ლო­გი­ურ-ანა­ტო­მი­უ­რი შე­სა­ბა­მი­სო­ბის მი­ხედ­ვით თავი და გუ­ლია, ჰოდა, მი­თხა­რით განა შე­იძ­ლე­ბა გო­ნე­ბამ გუ­ლის გა­რე­შე იმუ­შა­ოს? გული კი გო­ნე­ბის გა­რე­შე რა­მედ ვარ­გა? ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამ­გვა­რი წყვი­ლი მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა, ყვე­ლა­ზე ხში­რად ინარ­ჩუ­ნებს ხან­გრძლივ, სა­სიყ­ვა­რუ­ლო და სექ­სუ­ა­ლურ ლტოლ­ვას ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. ისი­ნი მი­სა­ბაძ მა­გა­ლითს წარ­მო­ად­გე­ნენ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის­თვის რო­გორც თავ­გან­წი­რუ­ლი და ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის მა­გა­ლი­თი.

კირჩხი­ბი – მო­რი­ე­ლი

გახ­სოვთ ცნო­ბი­ლი ფრა­ზა – “მე­ლას, თა­ვი­სი მაღრჩო­ბე­ლა უყ­ვარს?” სწო­რედ კირჩხი­ბი-მო­რი­ე­ლის წყვილ­ზე ეს ფრა­ზა მორ­გე­ბუ­ლი. მო­რი­ე­ლიც და კირჩხი­ბიც თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით ორი­ვე ემო­ცი­უ­რი, მგრძნო­ბი­ა­რე და სა­ოც­რად ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი ტი­პია. თუმ­ცა, გან­სხვა­ვე­ბა იმა­შია, რომ ერთს ტან­ჯვა მოს­წონს, მე­ო­რეს კი მდგო­მა­რე­ო­ბა იყოს “ტან­ჯუ­ლი”. მო­რი­ე­ლი აღ­მერ­თებს სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვა-ბა­ტო­ნო­ბას, მა­შინ როცა კირჩხიბს მუდ­მი­ვად აქვს პარტნი­ო­რის მი­მართ მორ­ჩი­ლე­ბის გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. მო­რი­ელს ნგრე­ვა უყ­ვარს, კირჩხი­ბი კი ბუ­ნე­ბით კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი და მშე­ნე­ბე­ლია. ამი­ტომ ისი­ნი იდე­ა­ლუ­რად უწყო­ბენ ფეხს ერ­თმა­ნეთს. მათ შო­რის ბევ­რი დრა­მა­ტიზ­მი, წყე­ნა და ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­ნე­ბია. თუმ­ცა, ეს მხო­ლოდ ამ­ყა­რებს ამ ორის კავ­შირს.

წყარო:https://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი