რომელი ზოდიაქოს ნიშნების წარმატების დრო დგება და როგორია მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

11001
SHARE

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი მომ­დევ­ნო თვის ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგნოზს გვთა­ვა­ზობს:

“მზე ბოლო დღე­ებს ით­ვლის ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში, 23 სექ­ტემ­ბე­რი­დან კი უკვე ზა­ფხულს სა­ბო­ლო­ოდ და­ვემ­შვი­დო­ბე­ბით და შე­მოდ­გო­მას შე­ვე­გე­ბე­ბით. 23 სექ­ტემ­ბე­რი შე­მოდ­გო­მის ბუ­ნი­ა­ო­ბის დღედ ით­ვლე­ბა. ამ დღეს ნა­თე­ლი და ბნე­ლი თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი სამ­ყა­რო­ში. ანუ ეს ის მო­მენ­ტია, რო­დე­საც დღე და ღამე ერ­თმა­ნე­თის ტო­ლია თა­ვი­სი ხან­გრძლი­ვო­ბით. ამის შემ­დეგ დღის სი­ნათ­ლე თან­და­თა­ნო­ბით იკ­ლებს, ვიდ­რე 22 დე­კემ­ბერს თა­ვის მი­ნი­მუმს მი­აღ­წევ­დეს.

ბუ­ნი­ა­ო­ბის დღე­ე­ბი თით­ქმის ყვე­ლა ხალ­ხში უკავ­შირ­დე­ბო­და მის­ტი­კას, და დღე­სას­წა­უ­ლად ით­ვლე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რი­ტუ­ა­ლე­ბით აღ­ნიშ­ნავ­დნენ მას კელ­ტე­ბი და დრუ­ი­დე­ბი, ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, ცნო­ბი­ლი სთო­უ­ნ­ჰენ­ჯის მე­გა­ლი­თე­ბი სწო­რედ ბუ­ნი­ა­ო­ბის დღე­სას­წა­ულს ეძღვნე­ბა. მა­ი­ას ტო­მის ერთ-ერთი პი­რა­მი­და, რო­მე­ლიც ფრთო­სა­ნი გვე­ლის სა­ხელ­წო­დე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი, ასე­ვე ბუ­ნი­ა­ო­ბის დღე­სას­წა­ულს უკავ­შირ­დე­ბა, მისი სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი კედ­ლე­ბი ისეა აგე­ბუ­ლი, რომ სწო­რედ ამ დღე­ებ­ში მზე მათ­ზე გა­სა­ო­ცარ სი­ლუ­ე­ტებს ქმნის… გა­საკ­ვი­რი ალ­ბათ არც ის უნდა იყოს, რომ ამო­მა­ვა­ლი მზის ქვე­ყა­ნად წო­დე­ბულ ია­პო­ნი­ა­ში, ეს დღე დღემ­დე ოფი­ცი­ა­ლურ დღე­სას­წა­უ­ლად ით­ვლე­ბა.

ასე­ვე, 23 სექ­ტემ­ბე­რი პლა­ნე­ტა ნეპ­ტუ­ნის და­ბა­დე­ბის დღეა. უფრო სწო­რედ მისი აღ­მო­ჩე­ნის – 1846 წელს ამ დღეს, გერ­მა­ნელ­მა ას­ტრო­ნომ­მა იო­ჰან გო­ტფ­რიდ გა­ლემ, აღ­მო­ა­ჩი­ნა პლა­ნე­ტა ნეპ­ტუ­ნი.

გარ­და ამი­სა, 23 სექ­ტემ­ბე­რი კი­დევ ერთი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მოვ­ლე­ნით გახ­ლავთ გა­მორ­ჩე­უ­ლი – ამ დღეს ჩვე­ნი მნა­თო­ბი სას­წო­რის ნი­შან­ში გა­დაბ­რძან­დე­ბა. რა­საც პირ­ველ რიგ­ში მზით სას­წო­რებს ვუ­ლო­ცავ!

კარ­გი პე­რი­ო­დი დგე­ბა აგ­რეთ­ვე ჰა­ე­რის და ცე­ცხლის ნიშ­ნე­ბის­თვი­საც. იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც სას­წო­რი კომ­პრო­მი­სე­ბი­სა და ჰარ­მო­ნი­ის ნი­შა­ნია, 23 რი­ცხვი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სულ უფრო და უფრო შე­ეც­დე­ბი­ან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, შე­რი­გე­ბას, გა­ცი­ლე­ბით მე­ტად მიმ­ტე­ვებ­ლე­ბი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რე­ბი გახ­დე­ბი­ან. წინ წა­მო­ი­წევს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის და კა­ნო­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა. მშვე­ნი­ე­რი დროა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­კუ­თა­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი­სა და პრეს­ტი­ჟის გამ­ყა­რე­ბი­სათ­ვის, პო­პუ­ლა­რო­ბის მოხ­ვე­ჭი­სათ­ვის. ვი­ნა­ი­დან სას­წორს ვე­ნე­რა მარ­თავს, რო­მან­ტი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას ან ახალ სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბებს უნდა ვე­ლო­დეთ ამ კუ­თხი­თაც. ვე­ნე­რა­სა­ვე გავ­ლე­ნით იზ­რდე­ბა ეს­თე­ტი­უ­რო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა.

კარ­გი პე­რი­ო­დია გა­მო­ფე­ნე­ბის, ჩვე­ნე­ბე­ბის მო­სა­წყო­ბად. შე­გიძ­ლი­ათ ასე­ვე და­კავ­დეთ დე­კო­რა­ცი­ე­ბის გა­მოც­ვლით შინ ან სამ­სა­ხურ­ში. ხე­ლო­ვა­ნე­ბი და­ფა­სე­ბუ­ლად იგ­რძნო­ბენ თავს. ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დი და­უდ­გათ იუ­რის­ტებ­სა და დიპ­ლო­მა­ტებ­საც. ვი­ნა­ი­დან სას­წო­რის ზონა ქორ­წი­ნე­ბის თე­მა­საც გა­ნა­გებს, ნიშ­ნო­ბე­ბი­სა და და­ო­ჯა­ხე­ბი­სათ­ვის შე­სა­ფე­რი­სი დროც ახლა იწყე­ბა. ჰოდა, წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვეთ! იყა­ვით ბედ­ნი­ე­რე­ბი და შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, სა­ხელ­გან­თქმუ­ლე­ბი და და­ფა­სე­ბულ­ნი!”

FB კომენტარები

კომენტარი