რომელი ზოდიაქოს ნიშანი შეიძლება გადაიკიდოთ მტრად და რატომ?

118
SHARE

ალბათ ხშირად გიფიქრიათ, მაინც რატომ ვერ უგებს ზოგიერთი ადამიანი ერთმანეთს და ვერაფრით პოულობენ საერთო ენას. ასეთ აუხსნელ დაპირისპირებას, რომელიც ხშირად ქვეცნობიერის დონიდან მოდის ასტროლოგები ე.წ. “კარმულ კავშირებს” უწოდებენ. რომელიც ჩვენ დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ჩაისახა, სულ სხვა დროსა და ცხოვრებაში. თუმცა, დღეს კარმული კავშირების შესახებ არ ვაპირებთ საუბარს, იმიტომ რომ, ეს საკმაოდ ვრცელი და პროფესიონალურ დონეზე განსახილველი თემაა ასტროლოგიური კუთხით. დღეს გვინდა იმაზე ვისაუბროთ ვისთან შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადაიკვეთოს თქვენი გზები და ინტერესები საბედისწეროდ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან უნდა იყოთ მზად კომპრომისისთვის.

თუ თქვენ ვერძი ხართ, აუცილებლად “შეასკდებით” რქებით ერთხელ მაინც თქვენსავით რქოსან და ჯიუტ ნიშანს – თხის რქას. აჯობებს მასთან დიპლომატიას მიმართოთ იმიტომ რომ, სხვაგვარად ვერაფერში გადაარწმუნებთ.

თუკი კურო ხართ, დაპირისპირება ოდესმე მოგიწევთ ლომთან, მისი მფლანგველობისა და ზედმეტი ხელგაშლილობის გამო. თქვენთვის გაგუგებარი იქნება რატომ უნდა ანიავოს ადამიანმა ფინანსები აბსოლუტურად უსარგებლო და ე.წ. “ფუფუნების” ნივთებში.

თუკი ტყუპია თქვენი ზოდიაქო, სიტყვიერად მაინც დაუპირისპირდებით ოდესმე მორიელს, რომელიც თქვენსავით სიტყვის დიდოსტატია – ოღონდ გესლიან ტონალობაში გაჯობებთ. ამიტომ აჯობებს მასთან მოკლედ და ლაკონურად ისაუბროთ. კამათში თუ აყვებით ის აუცილებლად დაგღლით და შეეცდება თქვენი ემოციებით მანიპულირებას.

კირჩხიბი თუა თქვენი ზოდიაქო შესაძლოა, ლამის საშვილიშვილო მტრობა გააჩაღოთ ვერძთან, მისი ხისტი და უტაქტო გამოხდომების გამო. ვერძი ვერ იტანს თქვენ მელანქოლიურ ბუნებას და მიდრეკილებას იწუწუნოთ ხოლმე. თქვენ კი თქვენი მხრივ დიდხანს ვერ მოინელებთ მისგან ნათქვამ უხეშ რეპლიკებს.

ლომის ზოდიაქოზე თუ დაიბადეთ, ალბათ ერთხელ მაინც დაუპირისპირდებით ცხოვრებაში მორიელს, რომელიც თქვენსავით ამბიციური და ძალაუფლებისმოყვარე ნიშანია. თუმცა, სტრატეგია და გზები თავად ამ ძალაუფლების მოპოვებისა თქვენ ორ შორის მკვეთრად განსხვავდება. აჯობებს ღიად არასოდეს გააჩაღოთ ომი მასთან. ტაქტიკური სვლებით აჯობებთ მხოლოდ.

ქალწულის ნიშნანზე თუ გაჩნდით, აუცილებლად გაგაღიზიანებთ თევზების უთავბოლობა და მოუწესრიგებელი ცხოვრების წესი. ხშირად მოგინდებათ, რომ აიძულოთ ეს ხალხი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს.

სასწორი თუა თქვენი ზოდიაქო, ალბათ გარკვეული დაძაბულობა შეგექმნებათ თხის რქასთან, რომელიც თქვენგან განსხვავებით ცივი გონების, რაფინირებული და საკმაოდ უემოციო ნიშანია, როცა საქმე გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას ეხება. ისწავლეთ მისგან ხასიათის სიმტკიცე და სწრაფი ადაპტირება. ეს მხოლოდ წაგადგებათ.

მორიელი თუ ხართ, ყველაზე მწვავე დაპირისპირება ალბათ მერწყულის ნიშნით დაბადებულთან გექნებათ, იმიტომ რომ თქვენი მაქსიმალისტური ბუნება ვერ აიტანს ამ ადამიანების მსუბუქ და გაურკვეველ დამოკიდებულებას საქმისა და ცხოვრების მიმართ. გაგიჭირდებათ ასევე მერწყულის ბრძოლაში გამოწვევა, ის უბრალოდ არ აგყვებათ აგრესიაში, რითაც უდავოდ მოგიგებთ.

მშვილდოსანის ნიშნით თუ დაიბადეთ, ალბათ საშინლად გაგაღიზიანებთ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანების ჭკუის სწავლება და დამრიგებლური ტონი. თქვენთვის გაუგებარი იქნება მათი მერკანტილური ხასიათი და მოთხოვნილება ყოველთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით აკეთონ.

ხოლო თხის რქა ხართ, აუცილებლად დაუპირისპირდებით ჯიუტ და “ხისთავიან” ვერძს, რომელიც გამუდმებით ცდილობს თქვენთვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას. აჯობებს მასთან კოლეგიალური დამოკიდებულება იქონიოთ, ამგვარი სვლით ორივე მოგებული დარჩებით.

მერწყული თუ ხართ, შესაძლოა გაგიჭირდეთ ლომისთვის დამახასიათებელი ამბიციებისა და გარშემო მყოფებზე “ზემოდან ცქერის” ჩვევის ატანა. თქვენთვის რთული გასაგები იქნება რატომ მოსწონს ლომს საკუთარი პერსონის ხასგასმა დიქტატურის ხარჯზე, როცა მეგობრული დამოკიდებულებით უფრო მარტივია ხალხის მართვა.

თევზები თუ ხართ, აუცილებლად დაგთრგუნავთ დაუკვირვებელი და უტაქტო მშვილდოსანი. მისმა შენიშვნებმა (რომელსაც სხვათა შორის იგი ობიექტურს უწოდებს) შესაძლოა, თქვენს სათუთ ფსიქიკას დიდი ტრავმა მიაყენოს.

წყარო: http://www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი