რომელი დარბაზის გავსებას აპირებს სტეფანე 25 000 კაცით

107
SHARE

სტეფანემ რომ თავის ბოლო კონცერტით ფურორი მოახდინა, ამაზე არავინ დაობს. გეგმა უამრავი აქვს და ამ ყველაფრის განხორციელებისთვის საკმაოდ ბევრს შრომობს. ამბობს, რომ დიდი პასუხისმგებლობა აქვს, როდესაც ჟიურის წევრია და მონაწილეების შეფასება უწევს.
სტეფანე: “მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს ბევრი პროექტი განვახორციელე, მაინც მგონია რომ არ იყო ისეთი დატვირთული, როგორც 2017 წელი. როგორც მუსიკოსმა, გადავწყვიტე რომ აქტიურად ჩავერთო ყველაფერში. აზერბაიჯანში ნომერ პირველ ვარსკვლავთან მიწევს ახლა მუშაობა, 25000 კაცს ველოდებით და გრანდიოზულ შოუს ვაკეთებთ. ჩემი დილა 12 საათზე იწყება. მთელი დღე ისე მაქვს დაგეგმილი, რომ საერთოდ არც მახსოვს რა მქვია. ეს არის ჩემთვის ნამდვილი ბენდიერება. ძალიან მიყვარს ბენდთან მუშაობა. ჩემთვის წარმოუდგენელია მუსიკოსების გარეშე სცენაზე გამოსვლა. “

ამ ყველაფრის შესახებ მომღერალმა რადიო “ენერჯის” ეთერში, თეა დარჩია საავტორო გადაცემაში ისაუბრა.

FB კომენტარები

კომენტარი