რომან გოცირიძე პროკურატურას ურჩევს, სააკაშვილის ნაცვლად მის “ექსტრადირებულ” პიჯაკს მიუსაჯონ

42
SHARE

„ნაციონალური მოძრაობის წევრის”, რომან გოცირიძის მოსაზრებით, უკრაინა საქართველოს მიხეილ სააკაშვილს არ გადმოსცემს, თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული არც საქართველოს ხელისუფლებას სურს.
განცხადება გოცირიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირებზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
„მინდა, პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ვურჩიო, ხომ იცით, რომ სასაცილოა ეს ფაქტი. არც უკრაინა გადმოსცემს საქართველოს, არც ამათ უნდათ, რომ მიხეილ სააკაშვილი მიიღონ.
ამიტომ, მარტივი გამოსავალი არის, რომელიმე ერთ-ერთ პიჯაკს, რომელიც უკვე “ექსტრადირებულია”, მიუსაჯონ და სასჯელად განუსაზღვრონ, რომ ატაროს ნუკრი ქანთარიამ ექვსი თვით ეს პიჯაკი. ამით ეს პრობლემა გადაიჭრება”, – განაცხადა გოცირიძემ.

FB კომენტარები

კომენტარი