რომან გოცირიძე: აცრიდან ორი კვირის განმავლობაში ურჩხულის ნიშანი მელანდება ხოლმე

1660
SHARE

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე გრიპის ვირუსის მატების საკითხს ეხმაურება და ანტივირუსული მედიკამენტის შესაძლო უკუჩვენების შესახებ იუმორნარევ პოსტს აქვეყნებს.
“დიდი, დიდი ხნის წინათ, როცა სულელი ვიყავი, უძილობა მაწუხებდა. წამალს როგორ დავლევდი, ქიმიას, ტვინს გამიფუჭებდა. მერე ერთმა მაგარმა ექიმმა მითხრა: უძილობას გაცილებით მეტი ზიანის მოყენება შეუძლია, ვიდრე იმ წამალს, რომელსაც მის საწინააღმდეგოდ გამოიყენებო. მეც დავუჯერე. გრიპს ათასჯერ მეტი ზიანის მოყენება შეუძლია, ვიდრე იმ აცრას, რომელსაც შესაძლოა, რაღაც უკუჩვენებაც ჰქონდეს (რაც არავის დაუმტკიცებია, სხვათა შორის). ოცი წელიწადია ვიცრებით მე და მთელი ოჯახი. დადებით ეფექტს აშკარად ვგრძნობ, მაგრამ გამოგიტყდებით, უარყოფითიც ახლავს თან – აცრიდან ორი კვირის განმავლობაში ურჩხულის ნიშანი მელანდება ხოლმე. შესაძლო,ა ეს სულაც არ იყოს აცრის ბრალი. ამბობენ, ჩიპიანმა ბარათებმა და პირადობის მოწმობაში რიცხვების ეშმაკისეულმა კომბინაციებმაც იცისო. ვერ გაანადგურა ბოლომდე წულუკიანმაო. დავადგენ ამასაც. ისე, ურჩხული გელანდებოდეს ორ კვირაში ერთხელ სჯობია ორგანიზმის დანგრევას ან სულაც – სიკვდილს”, – წერს რომან გოცირიძე.

Comments

comments