რომან აბრამოვიჩის ქალიშვილმა საცურაო კოსტიუმში იპოზიორა

686
SHARE

მილიარდერი რომან აბრამოვიჩის 23 წლის ქალიშვილი სოფია დასასვენებლად​ მალდივებზე გაემგზავრა. ეს მისი დასვენება მსოფლიოს ყვითელი პრესისთვის შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები.
მართალია, სოფია აბრამოვიჩი მოდელის აღნაგობით არ გამოირჩევა, მაგრამ ის გამომწვევი ფოტოების გავრცელებას არ თაკილობს და ოკეანის ფონზე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი თამამად პოზირებს.
სოფიამ ორნაირი საცურაო კოსტიუმი მოირგო და პალმების ქვეშაც იპოზიორა.
მისი თაყვანისმცემლების რეაქცია სოფიას სიშიშვლეზე საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდა. ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ ის გამოიყურება, როგორც ნორმალური რუსი გოგონა. თუმცა ცოტა ხნით ადრე, როდესაც მან მსგავს ფოტოსურათები გაავრცელა, თავისი პარამეტრების გამო, დიდი კრიტიკის მსხვერპლი გახდა.
სოფია ბავშვობიდან საცხენოსნო სპორტით არის დაკავებული და მსოფლიოში დამკვიდრებული სილამაზის სტანდარტებიც არასდროს დაუკმაყოფილებია.

FB კომენტარები

კომენტარი