რომანტიკოსი “ადამიანთა პლანეტიდან” – დღეს ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის დაბადების დღეა

1319
SHARE

ფრანგი მწერალი და მფრინავი ანტუან მარი ჟან-ბატისტ როჟე დე სენტ-ეკზიუპერი 1900 წლის 29 ივნისს საფრანგეთში, ქალაქ ლიონში დაიბადა.11651356_391398317722226_2147382666_n

ანტუანი ვიკონტ ჟან დე სენტ ეკზიუპერისა და მარი ბუაიერ დე ფონკოლომბის არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა.

ანტუანს ხუთი ძმა და ერთი და ჰყავდა.
მამის გარდაცვალების შემდეგ, დედა შვილებს მარტო ზრდიდა.
ანტუანთან დედას განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა ჰქონდა. მომავალმა მწერალმა სწორედ დედისგან მიიღო ის ღირებულებები, რომლებიც მთელი ცხოვრება შეიარჩუნა: პატიოსნება და ჰუმანიზმი.

ეკზიუპერმა მონტრეში არსებული იეზუიტური სკოლა დაამთავრა, შემდეგ შვეიცარიაში კათოლიკურ პანსიონში სწავლობდა, 1917 წელს კი პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე შევიდა.

ეკზიუპერმა 1922 წელს მფრინავის მოწმობა მიიღო და საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც სამწერლობო კარიერა დაიწყო. ამ პერიოდში ეგზიუპერს თავის სარჩენად ყველანაირი სამუშაოს შესრულება უხდებოდა: ვაჭრობდა ავტომობილებით, მუშაობდა გამყიდველად წიგნების მაღაზიაში.

1925 წელს ანტუან დე სენტ ეკზიუპერმა თავის ნამდვილ მოწოდებას მიაგნო – გახდა კომპანია “აეროპოსტალის” პილოტი, რომელსაც საფოსტო გზავნილები გადაჰქონდა აფრიკის ჩრდილოეთ ნაპირზე.
ორი წლის შემდეგ იგი კაპ-ჯუბის აეროპორტის უფროსად დანიშნეს, საჰარასთან ახლოს.11651094_391398287722229_903864983_n

მან ნიუ იორკში ცხოვრებისას დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები “პატარა უფლისწული”.
1943 წელს ფრანგულ საჰაერო სამხედრო ძალებში დაბრუნდა და ჩრდილოეთ აფრიკის კომპანიაში მონაწილეობდა.

1944 წლის 31 ივლისს კუნძულ სარდინიაზე გაფრინდა სადაზვერვო მისიით, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.

ეკზიუპერის ნაწარმოებებია:

“მფრინავი” 1926 წ.
“სამხრეთის წერილები” 1929 წ.
“ღამის ფრენა” 1931 წ.
“ადამიანთა მიწა”1939 წ.
“ომის პილოტი” 1942 წ.
“წერილი ტყვეს” 1943 წ.
“პატარა უფლისწული” 1943 წ.
“ციტადელი” 1948 წ.
“ახალგაზრდობის წერილები” 1953 წ. (გამოიცა გარდაცვალების შემდეგ)
“დღიურები” 1953 წ. (გამოიცა გარდაცვალების შემდეგ)
“წერილები დედამისს” 1955 წ. (გამოიცა გარდაცვალების შემდეგ)
“ომის ჩანაწერები” 1982 წ. (გამოიცა გარდაცვალების შემდეგ)
“მანონი მოცეკვავე” 2007 წ. (გამოიცა გარდაცვალების შემდეგ)

ანტუანს მსოფლიო აღიარება “პატარა უფლისწულმა” მოუტანა.11651026_391398251055566_1008981384_n

“კვირა” გთავაზობთ ამონარიდებს.

***
– გამარჯობა, – თქვა პატარა უფლისწულმა.

– გაგიმარჯოს, – მიუგო მეისრემ.

– რას აკეთებ აქ? – შეეკითხა პატარა უფლისწული.

– მგზავრებს ვანაწილებ, – მიუგო მეისრემ, – ათას-ათას კაცად ვაჯგუფებ და ხან მარჯვნივ ვისტუმრებ და ხან მარცხნივ.

ამ დროს ისეთი გრუხუნით ჩამოიქროლა გაკაშკაშებულმა ჩქარმა მატარებელმა, რომ მეისრის ჯიხური შეაზანზარა.

– სად მიჰქრიან? – იკითხა პატარა უფლისწულმა. – რას დაეძებენ?

– ეს თვითონ მემანქანემაც არ იცის, – მიუგო მეისრემ.

ახლა მეორე გაკაშკაშებულმა ჩქარმა მატარებელმა ჩაიგრუხუნა მეორე მიმართულებით.

– უკვე გამობრუნდნენ უკან? – იკითხა პატარა უფლისწულმა.

– ესენი სხვა მგზავრები არიან, – მიუგო მეისრემ.

– არ მოსწონთ ის ადგილი, სადაც აქამდე ცხოვრობდნენ?

– არავის მოსწონს ის ადგილი, სადაც ცხოვრობს, – მიუგო მეისრემ.

ამასობაში მესამე ჩქარმა მატარებელმა ჩამოიქროლა.

– ესენი პირველი მატარებლის მგზავრებს მისდევენ? – იკითხა პატარა უფლისწულმა.

– არავის არ მისდევენ. – მიუგო მეისრემ. – მათ ვაგონებში სძინავთ ან სხედან და ამთქნარებენ. მარტო ბავშვები არ შორდებიან ფანჯრებს და ცხვირი სარკმლის მინაზე აქვთ მიჭყლეტილი.

– მარტო ბავშვებმა იციან რასაც დაეძებენ, – თქვა პატარა უფლისწულმა. – ისინი თავს ევლებიან ჭინჭის თოჯინას და ამიტომაა იგი ასე ძვირფასი მათთვის. და თუ ვინმემ მათ თოჯინა წაართვა, მწარედ ტირიან.

– ისინი ბედნიერები არიან, – თქვა მეისრემ.11655523_391398247722233_1044683446_n

***

– ადამიანები, – თქვა პატარა უფლისწულმა, – ჩქარი მატარებლებივით დაქრიან, მაგრამ თვითონ არ იციან, რას დაეძებენ. ამიტომაა, რომ მოსვენება დაუკარგავთ და აქეთ-იქით აწყდებიან.

– მაგრამ ამაოდ… – დასძინა შემდეგ.

***
– გამარჯობა, – თქვა პატარა უფლისწულმა.

– გაგიმარჯოს, – მიუგო ვაჭარმა.

ეს იყო წყურვილის მომკვლელი აბებით მოვაჭრე. საკმარისია ერთი ასეთი აბი გადაყლაპოს კაცმა და მთელი კვირა აღარ მოწყურდება.

– რა საჭიროა ეს აბები? – შეეკითხა მას პატარა უფლისწული.

– იგი დროის დიდ ეკონომიას იძლევა, – მიუგო ვაჭარმა – ექსპერიმენტებმა გამოიანგარიშეს, რომ კვირაში შეიძლება ორმოცდაცამეტი წუთი დაზოგო.

– მერე რად უნდათ ეს ორმოცდაცამეტი წუთი?

– რამეში მოიხმარენ.

„მე რომ ორმოცდაცამეტი თავისუფალი წუთი მქონოდა, – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა, – ნელა გავისეირნებდი წყაროსაკენ…“

“კვირა” ასევე, ეკზიუპერის ლოცვას გთავაზობთ, რომელიც ავტორს ჰგავს. ლოცვა, როგორც ავტორი, ღრმა, დამაფიქრებელი და მიზანსწრაფულია.

“ღმერთო, ყოველი დღის ძალას გთხოვ და არა სასწაულებსა და მირაჟებს. პატარა ნაბიჯების ხელოვნება მასწავლე.

გამხადე დაკვირვებული და საზრიანი, რათა ყოველდღიურობის პალიტრაში, იმ აღმოჩენებზე გავამახვილო ყურადღება, რომლებმაც ჩემი აღფრთოვანება შეძლეს.

მასწავლე, ჩემი ცხოვრებისეული დროის სწორად გადანაწილება. მომანიჭე უნარი, რათა მნიშვნელოვანის მეორეხარისხოვანისგან გარჩევა შევძლო.

თავშეკავებასა და ზომიერების შეგრძნებას გთხოვ, რათა ცხოვრების გზაზე კი არ დავფრინავდე და დავფარფატებდე, არამედ გონივრულად გავთვალო ყოველი დღე, ვხედავდე მწვერვალებსა და ჰორიზონტებს და ზოგჯერ მაინც გამოვნახო დრო ხელოვნებით ტკბობისთვის.

დამეხმარე გავიგო, რომ არც წარსულზე, არც მომავალზე ოცნება არ შეიძლება იყოს სასიკეთო. დამეხმარე ვიყო აქ და ახლა და აღვიქვა ეს წუთი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი.

დამიფარე იმ გულუბრყვილო რწმენისგან, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მარტივად უნდა იყოს. მაჩუქე ნათელი გონება, რათა შევიგნო, რომ სირთულეები, დაცემები და წარუმატებლობები მხოლოდ ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვიზრდებით და ვყალიბდებით.

შემახსენე ხოლმე, რომ გული და გონება ხშირად ებრძვიან ერთმანეთს.

საჭირო დროს ისეთი ადამიანი გამომიგზავნე ხოლმე, რომელსაც სიმამაცე ეყოფა, სიმართლე მითხრას, მაგრამ ეს სიყვარულით გააკეთოს!
ვიცი, რომ ბევრი პრობლემები თავისით გვარდება, ამიტომ მოთმინების უნარი მომეცი.

შენ იცი რამდენად გვჭირდება ჩვენ მეგობრობა. მომეცი საშუალება, ვიყო ღირსი ბედის ამ ყველაზე მშვენიერი და კეთილი საჩუქრის.

მომეცი მდიდარი ფანტაზია, რათა საჭირო დროს, ადამიანებს საჭირო სითბო მივცე.
ისეთი ადამიანი გამხადე, რომელიც შეძლებს იმათ გულამდე ჩააღწიოს, რომლებიც ყველაზე “ქვემოთ” იმყოფებიან.
დამიფარე შიშისგან, რომ ცხოვრებაში რაღაცას ვტოვებ.

მომეცი ის კი არა, რაც მე მსურს, არამედ რაც ნამდვილად მესაჭიროება.

პატარა ნაბიჯების ხელოვნება მასწავლე “.

და ბოლოს, ეკზიუპერის ცნობილი ფრაზები:  11652067_391398244388900_1429503562_n

  • მხოლოდ გულით ხედავენ კარგად, მთავარი უხილავია თვალთაგან.
  • სულ პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ.
  • გიყვარდეს – ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.
  • ჭეშმარიტი სიყვარული სხვათა გამო სიხარულია.
  • რკინის ლოგიკა დამღუპველია ჩვენი სულისათვის.
  • შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისაგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ.
  • მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ცხოვრებას: მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია.
  • სიგიჟე მხოლოდ მაშინაა ფასეული, როცა ემსახურება სიყვარულს.
  • სიცოცხლე – ესაა თანდათანობით დაბადება.
  • სხვისი განსჯა უფრო იოლია, ვიდრე საკუთარი თავის.
  • ადამიანებს აღარა აქვთ შეცნობის დრო,ისინი ყველაფერს გამზადებულს ყიდულობენ ვაჭრებთან, მაგრამ რადგან არ არსებობენ მეგობრებით მოვაჭრეები, ამიტომაც ადამიანებს აღარ ჰყავთ მეგობრები.
  • პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით.
  • გუნდურად სიმღერა ერთია სიმღერის მოფიქრება კი მეორე.
  • ვისზეც მბრძანებლობ იმის სიყვარული შეიძლება, მაგრამ მათ ამის შესახებ არ უნდა უთხრა.
  • ის რაც ქვეყნის ღირსებაა შეიძლება გადარჩენილი იქნეს მხოლოდ მისი არდავიწყებით. ქვეყნის ღირსებას კი შეადგენს: გულმოწყალებას, სიყვარულს ადამიანისა და მისი შინაგანი სამყაროს ცოდნას.
  • არ არსებობს ვითარება რომელიც ჩვენში გააღვიძებს იმას, რაც არ ვიცოდით, რაც არ შეგვიმჩნევია და არ გვიფიქრია.
  • გეშინოდეს ვინმეს შეურაცხყოფის, რადგან ადამიანი შეურაცხყოფას არ ივიწყებს მანამ, სანამ არ შურს არ იძიებს.
  • არ შეიძლება იმის თქმა, რომ წყალი აუცილებელია ცხოვრებისთვის, რადგან თვითონ წყალია ცხოვრება.
  • ადვილია დაიმორჩილო საზოგადოება მისი წევრების გარკვეული კანონებით შემოსაზღვრისას, ადვილია დაიმორჩილო უსინათლო რომელიც ადვილად ემორჩილება მის გამცილებელს ან წინამძღოლს. ძალიან ძნელია ადამიანი გაანთავისუფლო და ასწავლო მას საკუთარი თავის პატრონობა.
  • თუ ადამიანი არ ფიქრობს ისევე როგორც მე, ეს მე არ მავნებს, არამედ პირიქით მამდიდრებს. ჩვენი ერთობა გვქმნის ერთ ადამიანად, რომელიც სხვა ინდივიდზე მეტია.
  • სრულყოფილება მაშინაა მიღწეული როცა ვერაფერს მოაშორებ და არა მაშინ როცა ვერაფერს დაამატებ.
  • ბედნიერებასთან მის ძიებას არ მივყავართ, თუ მის ძებნას დაიწყებ დაჯდები და იქნები მჯდომარე, არ გეცოდინება რომელ მხარეს მიენდო. მაგრამ შენ შრომობ ხელების ჩამოუშვებლად, შენ ქმნი და ამის სანაცვლოდ შენ ჯილდოვდები ბედნიერებით.
  • მეგობრობა ეს უპირველეს ყოვლისა სულების თანწყობა და მათი ერთობაა, ყოველგვარი მატერიალურის გავლით.
  • არასოდეს დაკარგო მოთმინების უნარი – ეს უკანასკნელი გასაღებია რომელიც კარს აღებს.
  • ადვილია იპოვო მეგობარი, რომელიც მზადაა დაგეხმაროს, უფრო რთულია დაიმსახურო მეგობარი რომელსაც ესაჭიროება ჩვენი დახმარება.
  • ცხოვრებაში არ არის მზა გადაწყვეტილებები, ცხოვრებაში არის მოძრავი ძალები რომელიც უნდა შექმნა და გადაწყვეტილებებიც თავისით მოვა.
  • უნდა იცხოვრო სიცოცხლის მთელი დატვირტვით რასაც ტანჯვა და სიხარული მოაქვს, აი ეს არის ნამდვილი სიცოცხლე.
  • ჭეშმარიტება ის არის, რაც ქმნის სამყაროს მარტივად და არა ის რაც ქაოსში აგდებს მას. ჭეშმარტიების დამტკიცება შეუძლებელია, ჭეშმარიტება უბრალოებაა.
  • ადამიანის ჭეშმარიტება არის ის, რაც ხდის მას ადამიანად, ჭეშმარიტება არ დევს ზედაპირზე. განსაკუთრებით თუ ეს არის რელიგია, კულტურა, საგნების განსაზღვრება, ეს ყველაფერი თქვენი საქმიანობის ფორმაა რომელიც აძლევს ადამიანს შეიგრძნოს სულის სიმრთელე, ყოვლიშშემძლეობა რომელსაც საკუთარ თავში ამჩნევს, აი ეს არის ადამიანის ჭეშმარიტება.
  • კვდებიან მხოლოდ იმისთვის, რის გამოც ცხოვრება ღირს.
  • ბევრი რამ უნდა გადიტანო, რომ ადამიანი გახდე.
  • ადამიანის ცხოვრება შეუფასებელია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიქცევით ისე, თითქოს კიდევ არსებობდეს რაიმე უფრო ძვირად ღირებული.
  • სიყვარული უპირველეს ყოვლისა ლოცვაში გავარჯიშებაა, ლოცვა კი დუმილში გავარჯიშება.
  • ომი არ არის თავგადასავალი, ომი ავადმყოფობაა როგორც შავი ჭირი.
  • შენ ცხოვრობ შენს მოქმედებებში და არა სხეულში. შენ – ხარ შენი მოქმედებები.
  • ადამიანი უპირველეს ყოვლისა შემოქმედია, მეგობრობა კი ის როცა ერთად შრომობენ.
  • ბოლოს და ბოლოს მივხვდი რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანები ერთმანეთზე დამოკიდებულნი, ამით ღმერთს დაუკავშირდა მთელი კაცობრიობა და ყოველი ადამიანი მის გამოგზავნილად აქცია და ამავდროულად ერთი ადამიანის ხელშია მთელი სამყარო.

FB კომენტარები

კომენტარი