როდის იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა – ამირან გამყრელიძის განმარტება

117
SHARE

“სამწუხაროდ, ჯერჯერობით, გარდა სოციალური დისტანცირებისა, სხვა გამოცდილება კორონავირუსთან ბრძოლის არცერთ ქვეყანას  აქვს, ვინც შედეგს მიაღწია, მიაღწია შეზღუდვებითა და სოციალური დისტანცირებით”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით, გარდა ამ სოციალური დისტანცირებისა, სხვა გამოცდილება არცერთ ქვეყანას  აქვს ამ დაავადებასთან ბრძოლის. ვინც შედეგს მიაღწია, მიაღწია შეზღუდვებითა და სოციალური დისტანცირებით. ჯერჯერობით, ვაქცინა არ არის. იცით, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, მაგრამ ვაქცინა არ იქნება კიდევ ერთი წელი მაინც. ჯერჯერობით, პირდაპირი დანიშნულების ეტიოტროპული პრეპარატი, რომელიც ამ ვირუსს უშუალოდ კლავს, არ გახლავთ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, შემოდგომაზე ის იქნება უკვე საზოგადოების ხელში და უფრო ადვილად გავუმკლავდებით ამ კორონავირუსული ინფექციის ტალღებს, ვთქვათ, თუ იქნა შემოდგომაზე ან როცა იქნება შემდგომ წლებში. მოგეხსენებათ, დღეს სამედიცინო ტექნოლოგიები ძალიან განვითარებულია და ამის იმედი ყველას აქვს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

FB კომენტარები

კომენტარი