როდის და რამდენი ჭიქა წყალი უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში

83
SHARE

რამდენად მნიშვნელოვანია წყლის დალევა სწორად შერჩეულ დროს და რა გავლენას ახდენს წყლის მიღება ადამიანის ჯანმრთელობაზე? კომპანია “ბაკურიანის” ინსტრუქტორი, ირმა შერაზადიშვილი წყლის მნიშვნელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუბრობს და რამდენიმე რჩევას გამოყოფს.

სწორად შერჩეულ დროს წყლის დალევა მის ეფექტურობას ზრდის

2 ჭიქა წყლის მიღება გაღვიძების შემდეგ, ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების აქტივაციას;
კვებამდე 30 წუთით ადრე, ერთი ჭიქა წყლის დალევა საკვების მონელებას აუმჯობესებს;
1 ჭიქა წყლის მიღება აბაზანის მიღებამდე, დაბლა სწევს გულის წნევას
1 ჭიქა წყალი დაძინებამდე გულის შეტევის რისკს ამცირებს

ადამიანის სხეულის 70% წყლისგან შედგება

სისხლში წყლის შემცველობა – 70%
კუნთებში – 75%
ცხიმოვან ქსოვილში – 10%
ძვლებში – 22 %
ტვინში – 85%

ირმა შერაზადიშვილის რეკომენდაციით, მამაკაცებმა დღის განმავლობაში 3 ლიტრი წყალი უნდა მიიღონ, ხოლო ქალბატონებმა – 2,2 ლიტრი.

“უნდა დალიოთ უფრო მეტი სითხე, ვიდრე თქვენი ორგანიზმი გამოყოფს.
თუ სიცხეში ვარჯიშობთ, წყურვილის შეგრძნებას არ დაელოდოთ. დალიეთ წყალი ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და ვარჯიშის მერეც”, – აღნიშნავს ირმა შერაზადიშვილი.

ვარჯიშის პერიოდში, სასურველია, 15-20 წუთში ერთხელ, ½ – 1 ჭიქა წყალი მიიღოთ, ვარჯიშამდე – 2 ჭიქა, ვარჯიშის შემდეგ კი 1 ჭიქა წყალი დალიოთ.

მონაცემები იცვლება იმის მიხედვით, თუ რამდენს ვარჯიშობთ, სად ვარჯიშობთ და როგორ გრძნობთ თავს.

10 საუკეთესო პროდუქტი წყლის ბალანსის აღსადგენად:

კიტრი – 96%
საზამთრო – 96%
ანანასი – 95%
სალათის ფურცლები – 95%
პომიდორი – 94%
ყურძენი – 95%
ბროკოლი – 95%
მანგო – 92%
ფორთოხალი – 92%
მსხალი – 89%

რამდენ ოფლს გამოყოფს ადამიანი, როდესაც 1 საათი ვარჯიშობს?

ადამიანის ორგანიზმი მაქსიმუმ 5ლ ოფლს გამოყოფს
ათლეტის ორგანიზმი – 3.7ლ. ოფლს
რიგითი ადამიანის ორგანიზმი კი 1.4 ლ.

გაგრძელება იხილეთ: http://www.mkurnali.ge/

FB კომენტარები

კომენტარი