როდის დაიწყება „ჩემი ცოლის დაქალების“ მე-7 სეზონი?

223
SHARE


სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების“ ფეისბუქის გვერდზე, სერიალის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, განმარტება კეთდება.

„უამრავი შეტყობინება მოდის ყოველდღე ამ გვერდზე და უფრო მეტი ინბოქსში, ყველას ერთი შეკითხვა აქვს: როდის დაიწყება ჩემი ცოლის დაქალების მეშვიდე სეზონი? მ ა ლ ე, როგორც დაგპირდით, დაიწყება თებერვალში! ზუსტ თარიღს ჯერ ისევ ვერ გაგიმხელთ, მთავარია, რომ მაყურებლებიც, მსახიობებიც, და სერიალზე მომუშავე გუნდიც, ყველა ერთნაირად სულმოუთქმელად ველოდებით ახალი, უმაგრესი სეზონის დაწყებას! ამასობაში გადაღებები მიდის ჩვეულ რეჟიმში – ნინა და ტასო (ანი ტყებუჩავა და ქეთა ორბელაძე) გოცირიძეების სამზარეულოში“, – წერენ “ჩემი ცოლის დაქალების“ ფეისბუქის გვერდზე.

FB კომენტარები

კომენტარი