როდის გამოდის ახალი კოკა-კოლა და რა გემო ექნება მას?

46
SHARE

მსოფლიოში პოპულარული უალკოჰოლო სასმელი კოკა-კოლა ძალიან მალე ახალი გემოთი გამოვა. ამის შესახებ ინფორმაცია The Coca-Cola Company-ს ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.
„ჩვენ ვიცოდით, რომ გვაქვს შესაძლებლობა თაყვანისმცემლებს შევთავაზოთ მრავალფეროვნება, რომელიც ასე სურთ, ოღონდ ისე, რომ არ შევწიროთ კოკა-კოლის ორიგინალური გემო, რომელიც მათ ასე უყვართ. ჩვენ გვსურდა, გაგვეცოცხლებინა ზაფხულის უდარდელი დღეების მოგონებები“, -ამბობს კომპანიის ბრენდ-დირექტორი, ქეით კარპენტერი.
ახალ სასმელს ფორთოხლის და ვანილის გემო ექნება. სწორედ ეს გემო შეარჩიეს სხვა ვარიანტებიდან ფოკუს ჯგუფის წევრებმა. აღნიშნულ გემოსთან ერთად, წარმოდგენილი იყო ჟოლოს, ლიმონის და ჯანჯაფილის გემოებიც.
გაყიდვების დაწყება 25 თებერვალს იგეგმება და როგორც ორიგინალი კოკა-კოლა, ისიც ასევე იქნება შაქრიანი და უშაქრო.
აღსანიშნავია, რომ ამ სასმლის გემო ათ წელზე მეტია არ შეცვლილა. კოკა-კოლა ალუბლის გემოთი 1985 წელს გამოჩნდა, ხოლო ვანილის გემოთი – 2007 წელს.

FB კომენტარები

კომენტარი