როდის ბრუნდება ” ჩცდ” ეთერში

377
SHARE

სერიალის “ჩემი ცოლის დაქალები” მე-15 სეზონი რამდენიმე კვირის წინ დასრულდა და მაყურებელი მოუთმენლად ელოდება ახალი სეზონის დაწყებას. ყველასთვის საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები იმ პერსონაჟების გარშემო, რომლებიც რეალური ადამიანებივით მიიღო საზოგადოებამ. სერიალის შემქმნელებს ოფიციალური განცხადება თუ როდის განახლდება სერიალი არ გაუკეთებიათ, თუმცა კატოს როლის შემსრულებელმა მსახიობმა, ნინო გაჩეჩილაძემ “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე გადასაღები მოედნიდან ფოტო გაავრცელა. “ჩვენ ვიწყებთ” ასეთი აღწერა გაუკეთა მსახიობმა ფოტოს, რომელზეც “ნატო კაკაჩია” და “კატო” არიან ასახული.

FB კომენტარები

კომენტარი