როდის არის სექსისთვის საუკეთესო დრო

553
SHARE

როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას სექსისგან წყვილები ტესტოსტრონის პიკოვანი მაჩვენებლის პერიოდში იღებდნენ.
ოთახის განათების მატება ასტიმულირებს ჰიპოთალამუსის ფუნქციობას, შესაბამისად, ნიშანი ეძლევა ორგანიზმში მამაკაცის სასქესო ჰორმონების დამატებით გამოყოფას. გამთენიისას ტესტოსტერონის დონე სისხლში 25-50 %-ით მომატებულია, ვიდრე დღის სხვა მონაკვეთში. სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება დილის ერექციაც მამაკაცებთან. ის დაახლოებით 05:48 საათისთვის ხდება.
ტესტოსტერონის გამომუშავებიდან დაახლოებით ერთ საათში მისი დონე მინიმუმამდე ეცემა. ამიტომაც ჰარვარდელი მეცნიერები დამატებით ფიზიკურ დატვირთვებს სახიფათოდ მიიჩნევენ. მამაკაცებს ურჩევენ დილით ადრე სირბილისგან თავი შეიკავონ, მით უფრო, რომ მედიკოსები გულის შეტევების რიცხვს ყველაზე ხშირად 06:53 დროისთვის აფიქსირებენ.
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ კიდევ ერთი კვლევის თანახმად, 2300 ადამიანის გამოკითხვის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ქალები საღამოს 11 საათიდან, ღამის 2 საათამდე შუალედში ამჯობინებენ სექსს. სექსუალური აღგზნებადობის პიკი 23:21 საათზე მოდის. მამაკაცები სექსუალური თვალსაზრისით დილის საათებში არიან უფრო აქტიურები. ყველაზე დიდ ლტოლვას ისინი 7:54 საათზე განიცდიან.
მამაკაცები სექსზე ოცნებობენ დილიდანვე, ქალების მხოლოდ 11 პროცენტია დღის ამ პერიოდში მეტად ვნებიანი. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს სექსუალური აქტივობის დონე ეზრდებათ დღის განმავლობაში და საღამოს აღწევს პიკს. მამაკაცების მხოლოდ 16 პროცენტს სურს სექსი ძილის წინ.
სქესობრივი აქტივობის დონე კვირის განმავლობაშიც განსხვავებული იყო. მამაკაცების ნახევარზე მეტს სქესობრივი ლტოლვა მუდმივად ჰქონდა, ხოლო ქალების 36%-ში ის განწყობაზე იყო დამოკიდებული.
კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას უკავშირებენ ისეთ პარტნიორებს, რომელთა სექსუალური ლტოლვა მათსას ემთხვევა. ქალების 2/3-მა და მამაკაცების ნახევარმა აღნიშნა, რომ იმდენი სექსი უნდათ, რამდენიც მათ პარტნიორს.

წყარო:http://www.mkurnali.ge

FB კომენტარები

კომენტარი