როგორ ხედავენ მშობლებს ახალშობილები

144
SHARE

როგორ აღიქვამენ ახალშობილები მშობლებს. ამ კითხვაზე ზუსტი პაუხის მისაღებად ნორვეგიელმა და შვედმა მეცნიერებმა ერთობლივი კვლევა ჩაატარეს. მეცნიერები დააკვირდნენ ჩვილებს, რომლებიც 2 ან 3 დღის დაბადებულები იყვნენ. აღმოჩნდა, რომ მაქსიმალური მანძილი, როცა პატარას შეუძლია სილუეტების აღქმა და შედეგად ემოციის გამოხატვა, არის 30.48 სმ. თუ დისტანცია 60 სმ-მდე გაიზარდა, გამოსახულება იმდენად დაბურული ხდება, რომ პატარას სახის აღქმაც კი არ შეუძლია.

ექსპერიმენტისთვის მეცნიერებმა ადამიანების სახის მიმიკის ვიდეოჩანაწერები გამოიყენეს, რომლებიც სწრაფად იცვლებოდა. თავდაპირველად ეს ვიდეოები მშობლებს აჩვენეს, მოგვიანებით კი ჩვილებს. სწორედ ახალშობილების რეაქციებით ცხადი გახდა, რას ხედავენ ისინი. 30 სანტიმეტრიანი დისტანციით პატარები ფანტასტიკურად აღიქვამდნენ ყველა ემოციას, უკვე 30 სანტიმეტრიანი დაშორებისას, კი მხოლოდ ინტუიციით მოქმედებდნენ. მკვლევარები ამბობენ, რომ პატარებს შეუძლიათ დიდების მიმიკების იმიტირება ჯერ კიდევ დაბადების პირველ საათებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ იციან, რას ნიშნავს ესა თუის ემოცია, ამიტომ თუ გსურთ პატარამ შეგნიშნოთ, მას მაქსიმალურად ახლო დისტანციით ესაუბრეთ.

წყარო:http://fortuna.ge

2-23

FB კომენტარები

კომენტარი