როგორ ჩაშალა თურქული ტელეარხის დილის გადაცემა ფისომ (ვიდეო)

252
SHARE

თურქული ტელეარხის წამყვანს, პირდაპირ ეთერში დილის გადაცემა მიჰყავდა, როდესაც სტუდიაში მოულოდნელი სტუმარი გამოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა „მირორი“ წერს.
წამყვანი პრესის დაიჯესტს აცნობდა მაყურებელს, კატა კი უცერემონიოდ სწორედ იმ გაზეთებზე დაჯდა, რომელთა შესახებაც გადაცემაში იყო საუბარი.
წამყვანი სიტუაციიდან გამოძვრა და მაყურებელს განუმარტა, რომ სტუდიაში მოულოდნელად დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვიათ. თავდაპირველად მან გადაცემის წაყვანა განაგრძო, თუმცა, მოგვიანებით, ნაცრისფერ-თეთრმა კატამ მაგიდაზე ნოუთბუქთან გადაინაცვლა და გადაცემის მსვლელობას ხელი შეუშალა. წამყვანმა კომპიუტერის გარეშე ტექსტი ვეღარ წაიკითხა და დახმარება ასისტენტებს სთხოვა, რის შემდეგაც ფისოს სტუდია დაატოვებინეს.

FB კომენტარები

კომენტარი