როგორ შეხვდა პრეზიდენტი „ნიჭიერის“ ჟიურიში მეუღლის ყოფნას

251
SHARE

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პროექტ „ნიჭიერის“ ჟიურიში მისი მეუღლის ყოფნას დადებითად შეხვდა. ამის შესახებ პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ კომენტარი გააკეთა. „ზუსტად ისევე დაეთანხმა ამ აზრს, როგორც მე. თქვა, რომ ეს საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯია. ხალხთან ურთიერთობა, მათი ნიჭის გამოვლენა, მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს მაკა ჩიჩუა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ დაითანხმეს პირველი ლედი აღნიშნული პროექტის ჟიურის წევრობაზე, მაკა ჩიჩუა პასუხობს, რომ შემოთავაზება „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორისგან მიიღო. „ნიკა გვარამიამ შემომთავაზა და პრინციპში, ბევრი არ მიფიქრია, იმიტომ, რომ სახალხო პროექტია. მიყვარს ჩემი ქვეყანა. ვხედავ, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია და მინდა, მათი ნიჭის გამოვლენაში მეც მივიღო მონაწილეობა“, – აცხადებს პირველი ლედი „სარკესთან“ საუბრისას. პროექტ „ნიჭიერის“ ახალი სეზონის შესარჩევი ტურები უკვე დაწყებულია. როგორც სოციალური ქსელებიდან გახდა ცნობილი, ჟიურის წევრები „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, „რუსთავის 2“-ის ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი, მსახიობი რუსკა მაყაშვილი და საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა იქნებიან.

წყარო: სარკე

Comments

comments