როგორ შეხვდა გიგი გაჩეჩილაძე სალომე ჭაჭუას განქორწინებას

75
SHARE

გიგი გაჩეჩილაძე მუდმივად დაკავებულია, ამჯერად ის “ორი ვარსკვლავის” ქორეოგრაფი გახლავთ.

ჟურნალმა “რეიტინგმა” მასთან საუბარი ამ თემით დაიწყო და ასევე დაინტერესდა თუ როგორი რეაქცია ჰქონდა, როდესაც სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორების შესახებ გაიგო.
ყველამ იცის სალომესა და გიგის რვაწლიანი რომანის შესახებ და იმასაც ამბობენ, რომ წყვილი “ცეკვავენ ვარსკვლავებმა” დააშორა. როგორც “რეიტინგს” განუცხადა, სალომესთან მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა აქვს. რაც შეეხება პირად ცხოვრებას – ჰყავს შეყვარებული, თუმცა მისი ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.

“კარგად და მშვიდად ვარ. მყავს შეყვარებული, მაგრამ არ მინდა მისი ვინაობის თქმა. ჩემს პირად ცხოვრებაზე ბევრი დაიწერა. მგონია, რომ ცოტა უინტერესო და ბანალური გავხდი. როდესაც ყველაფერი ლოგიკურად დამთავრდება და ქორწილი გვექნება, ისედაც ყველა გაიგებს, ვისზე ვარ შეყვარებული”, – განაცხადა გიორგიმ.

– სალომეს მეუღლესთან დაშორების ამბავი როდის გაიგე?
ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და მკითხა, ვიცოდი თუ არა ეს ამბავი. მაშინ გავიგე პირველად. არანაირი რეაქცია არ მქონია. არც მაქვს სურვილი, მათ შესახებ რამე ვიცოდე. მათი ცხოვრებით არ ვინტერესდები. რიგითი ადამიანი ვარ, რომლისთვისაც სულერთია – ერთად არიან თუ დაშორდნენ. კარგია, თუ არ დაშორდნენ, მაგრამ თუ დაშორდნენ, მე ეს არანაირად არ მეხება. ძალიან დიდი ხანი გავიდა, რაც მე და სალომე დავშორდით და მას შემდეგ, ბევრი რამ მოხდა.

– “ფეისბუქზე” წერდნენ, ახლა სალომე და გიგი შერიგდებიანო. როგორ ფიქრობ, ეს შესაძლებელია?
“ფეისბუქზეც” დაიწერა და ერთმა მეგობარმაც მკითხა, მართლა ერთად ხართო? ასეთი კომენტარები ჩემთვის შეურაცხმყოფელია. თითქოს ისეთი სიტუაციაა, რომ ვიღაცამ მიმატოვა, მე კი ვზივარ და ველოდები. ეს ყველაზე დიდი სისულელეა, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება თქვან. ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს და კარგად ვარ. მათ დაშორებასთან არაფერ შუაში ვარ.

წყარო:  რეიტინგი 

FB კომენტარები

კომენტარი