როგორ შევინარჩუნოთ რომანტიული ურთიერთობები

54
SHARE

ფსიქიატრ სკოტ კეროლის აზრით, ურთიერთობის დასაწყისში ადამიანებს ერთმანეთის რაც შეიძლება ხშირად ნახვის სურვილი აქვთ, თუმცა, სჯობს კვირაში მხოლოდ ორჯერ შეხვედრით შემოიფარგლონ. ეს მათ ახალ პარტნიორთან შესაძლო პოტენციური პრობლემების ქვეცნობიერი გამოვლენის საშუალებას მისცემთ.
ხშირი შეხვედრები ხელს უწყობს გრძნობების გაძლიერებას, თუმცა, შეყვარებულები ასევე რისკავენ, საკმაოდ ადრე გამოსცადონ დადებითი ემოციები, რამაც შესაძლოა იმოქმედოს ურთიერთობის შემდგომ განვითარებაზე. კლინიცისტი ფსიქოლოგებიც გვირჩევენ, რომ ურთიერთობის დასაწყისში მნიშვნელოვანია არ ავჩქარდეთ. იშვიათი პაემნები ურთიერთობის დაცვაში დაგვეხმარება.
როდესაც ურთიერთობის დასაწყისიდანვე პარტნიორები ერთმანეთთან დიდ დროს ატარებენ, ფიზიკური და სექსუალური სიახლოვე ადრევე
მყარდება. ამის გამო მჭიდრო კავშირის ილუზია იქმნება. ადამიანის ახლოს შეცნობისთვს თვეები და წლებიც კია საჭირო. უცნობის ნდობა კი ცოტა სარისკოა.
ფსიქოლოგები პარტნიორებს ურთიერთობის პირველ თვეს კვირაში მხოლოდ ერთხელ შეხვედრას ურჩევენ. შემდგომში პაემნის სიხშირე თანდათანობით შეგვიძლია გავზარდოთ.

წყარო:https://mkurnali.ge

Comments

comments